ელენე აბაშიძე კურატორის როლსა და მალევიჩისადმი მიძღვნილ გამოფენაზე

Your browser doesn’t support HTML5

18 დეკემბერს "თავისუფლების დილის" სტუმარი იყო ხელოვნებათმცოდნე ელენე აბაშიძე. ელენე არის კურატორი გამოფენისა, რომელიც 19 დეკემბერს გალერეა "ნექტარში" გაიმართება და ეძღვნება მალევიჩის 100 წლის წინ გამართულ "0-10 ფუტურისტული სურათების ბოლო გამოფენას". "ნექტარში" წარმოდგენილი იქნება გიო სუმბაძის, სოფი იუნგის, ნიკიტა კადანის, ანნა კ.ე.-ესა და იმრან პერეტას ნამუშევრები. ელენე ლაპარაკობდა კურატორის როლზე სახელოვნებო პროცესებში, არტისტულ ინტუიციასა და იმ პასუხებზე, რასაც თანამედროვე ხელოვანები სცემენ მსოფლიოში დაგროვილ რთულ კითხვებს.