გიორგი კინწურაშვილი ტექნოპარკის შესახებ

Your browser doesn’t support HTML5

14 იანვარს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო გიორგი კინწურაშვილი, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს სტრატეგიული დეპარტამენტის უფროსი. მან ილაპარაკა თბილისში, დაბა ოქროყანაში ცოტა ხნის წინ გახსნილ, საქართველოში პირველ ტექნოლოგიურ პარკზე. ტექნოპარკის დანიშნულებაა ინოვაციური ტექნოლოგიების განვითარება, ახალი გამოგონებებისა და ორიგინალურ იდეათა პრაქტიკული განხორციელების ხელშეწყობა. გიორგი კინწურაშვილის თქმით, მთავარი იქნება გამომგონებელთა იდეების კომერციალიზაციისა და ინვესტორთა მოძიების ხელშეწყობა.