ნესტან ლონდარიძე საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე

Your browser doesn’t support HTML5

29 მაისს რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმარი იყო ნესტან ლონდარიძე, "ადამიანის უფლებათა ცენტრის" იურისტი. მან ილაპარაკა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 28 მაისის გადაწყვეტილებაზე. სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო საქართველოს საარჩევნო კოდექსის ის ნორმები, რომლებიც ადგენდა 73 ერთმანდატიანი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის განსაზღვრის წესს. კონსტიტუციური სარჩელი 2012 წლის 4 დეკემბერს იმ დროს "ადამიანის უფლებათა ცენტრის" აღმასრულებელმა დირექტორმა, უჩა ნანუაშვილმა და ორგანიზაციის იურისტმა, კონსტიტუციონალისტმა მიხეილ შარაშიძემ შეიტანეს.