ეთუნა ნებიერიძე და ლევან კოპალიანი მახსოვრობის ჩემპიონატზე

Your browser doesn’t support HTML5

19 მაისს რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმრები იყვნენ ეთუნა ნებიერიძე და ლევან კოპალიანი, "საქართველოს მახსოვრობის ჩემპიონატის ასოციაციის" დამფუძნებლები. რესპონდენტების თქმით, ჩემპიონატი საქართველოში პირველად ტარდება და მიზნად ისახავს ახალგაზრდებში გონებრივი შესაძლებლობების გამოვლენას. ჩემპიონატში მონაწილეობისთვის არ არის საჭირო ცალკეულ დისციპლინაში მაღალი აკადემიური მოსწრება, არამედ მნიშვნელოვანია ბავშვის აზროვნების სისხარტე.