პაატა ბაირახტარი საგარეო ვაჭრობაზე

Your browser doesn’t support HTML5

23 თებერვალს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო პაატა ბაირახტარი, "ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის" ანალიტიკოსი. მან შეაფასა საქართველოს საგარეო ვაჭრობის ბოლოს სტატისტიკაზე, რომელიც "საქსტატმა" გამოაქვეყნა. არსებული მონაცემებით, 2016 წლის იანვარში გასული წლის იანვართან შედარებით საგარეო ვაჭრობა შემცირებულია 24%-ით. პაატა ბაირახტარმა ილაპარაკა შემცირების გარე მიზეზებზე, საქართველოს ძირითად სავაჭრო პარტნიორებზე, მათი ეკონომიკების მდგომარეობასა და საქართველოს ძირითად საექსპორტო პროდუქციაზე. "საქასტატის" მონაცემებით, საქართველოს ექსპორტში უმსხვილესი სასაქონლო ჯგუფებია: სლიპენძის მადნები, მსუბუქი ავტომობილები, თხილი და სხვა კაკალი, აზოტოვანი სასუქები, მინერალური წყლები. ყურძნის ნატურალურ ღვინოებს საექსპორტო საქონლის სიაში მე-9 ადგილი უკავია.