ნათია კაციტაძე მოსამართლეთა შესარჩევ კონკურსზე

Your browser doesn’t support HTML5

4 დეკემბერს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო ნათია კაციტაძე, სახალხო დამცველის მოადგილე. მან ილაპარაკა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მოსამართლეთა შესარჩევი კონკურსის მიმდინარეობაზე. პროცესს 2 დეკემბერს გამოეხმაურა სახალხო დამცველიც: "საქართველოს სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ მოსამართლეთა შესარჩევი კონკურსის პროცესში, მნიშვნელოვანია საერთო სასამართლოების მიერ საქმეთა განხილვის შესახებ სახალხო დამცველის მონიტორინგის შედეგების გათვალისწინება", - წერია განცხადებაში. ნათია კაციტაძემ განმარტა მოსამართლეთა შერჩევის პროცესის მნიშვნელობა და განსაკუთრებით გაუსვა ხაზი ჩამოყალიბებული, მკაფიო კრიტერიუმების არარსებობას. ის თვლის, რომ ასეთ პირობებში ბუნდოვანია, რას ეფუძნება და რას დაეფუძნება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებები თითოეული მოსამართლის არჩევისას.