მოსავლის რეალიზაციის პრობლემა ჯავახეთში

შალვა გოგოლაძე ახალქალაქის რაიონის სოფელ ბარალეთში ცხოვრობს. ოჯახს საკუთარი შრომით მოწეული მოსავლით არჩენს. ამბობს, რომ, წინა წლებისგან განსხვავებით, ჯავახეთში წელს კარგი მოსავალია, თუმცა მოსახლეობა სხვა პრობლემების წინაშე აღმოჩნდა. არასაკმარისი ტექნიკის გამო ადგილობრივებმა, შესაძლოა, ბოსტნეული დროულად ვერ დააბინაონ, მკაცრი კლიმატის გამო კი გარეთ დარჩენილ მოსავალს განადგურება ემუქრება.

კიდევ ერთი პრობლემა, რაზეც ფერმერები ჩივიან, შარშანდელთან შედარებით მოსავლის განახევრებული ფასი და რეალიზაციაა. ომარ ბარსეგიანი, ჯავახეთის მოსახლეობის სახელით, ხელისუფლებას დახმარებას სთხოვს.

Your browser doesn’t support HTML5

მოსავლის რეალიზაციის პრობლემა ჯავახეთში

არასწორად დაგეგმილი და მოვლილი ნაკვეთების გამო ფერმერები მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდნენ. სასოფლო საკონსულტაციო სამსახურის კონსულტანტი ნუგზარ კაველიძე ამბობს, რომ ადგილობრივებს უკეთესი მოსავლის მიღება შეეძლოთ, თუ კულტურათა მონაცვლეობით იშრომებდნენ.

კიდევ ერთი პრობლემა, რაზეც ექსპერტი საუბრობს, ნაქირავები მიწის ნაკვეთებია, რის გამოც, ნუგზარ კაველიძის აზრით, მეკარტოფილეობა, როგორც დარგი, არ ვითარდება.

სამცხე-ჯავახეთში მოწეული მოსავლის რეალიზაციის საკითხი მოსახლეობისთვის ყოველ წელს პრობლემატურია. ხელისუფლების განმარტებით, მოსავლის ფასებს ბაზარი არეგულირებს.