მოსკოვში დააკავეს ალექსეი ნავალნი

Your browser doesn’t support HTML5

მოსკოვში დააკავეს ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ალექსეი ნავალნი, რომელსაც მონაწილეობა უნდა მიეღო მისი ინიციატივით დაწყებულ ანტიკორუფციულ აქციაში. ნავალნის დაკავებაზე ტვიტერში წერს მისი მეუღლე, იულია. ის წერს, რომ ნავალნი დააკავეს თავისივე სახლის სადარბაზოში, აქციაში მონაწილეობის მისაღებად წასვლამდე და რომ ნავალნის თქმით, გეგმა არ იცვლება - ის მომხრეებს მოუწოდებს, მოსკოვის ცენტრში, ტვერის ქუჩაზე შეკრებისაკენ. ტვერის ქუჩაზე იმართება სახალხო სეირნობა „რუსეთის დღესთან“ დაკავშირებით.

Your browser doesn’t support HTML5

მოსკოვში დააკავეს ალექსეი ნავალნი