აქცია პრეზიდენტის რეზიდენციასთან

Your browser doesn’t support HTML5

3 მარტს დედის დღესთან დაკავშირებით, პრეზიდენტის რეზიდენციის წინ აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეები პატიმარი ქალების შეწყალებას ითხოვდნენ. აქციის ორგანიზატორები დემოკრატიის ეროვნული ინსტიტუტი და პროგრესულ-დემოკრატიული მოძრაობა იყვნენ. დემოკრატიულმა ინსტიტუტმა პრეზიდენტის სახელზე მოამზადა პეტიცია, რომლითაც ის თეა სირაძის შეწყალებას ითხოვს. სირაძეს 5 მამაკაცის ცემისთვის 18 წელი აქვს მისჯილი, აქედან 6 უკვე მოიხადა. აქციის მონაწილეები ითხოვენ ასევე პრეზიდენტმა უფრო მეტი გულისხმიერება გამოიჩინოს პატიმარი დედების მიმართ და, თუ მათი საქმეები ამის შესაძლებლობას იძლევა, ისინი ოჯახებს დაუბრუნოს.