საკმარისია თუ არა თბილისში მწვანე საფარი?

Your browser doesn’t support HTML5

თბილისის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის ცნობით, 2014-2016 წლებში თბილისში სანიტარული ჭრის შედეგად 80 544 ძირი ხე მოიჭრა. მიმდინარე წელს კი, 18 000 დაავადებული ხეა მოსაჭრელად მონიშნული. რაც შეეხება ხეების დარგვას, უწყების ინფორმაციით, 2014 წლის აგვისტოდან დღემდე თბილისის ტერიტორიაზე დარგულია 670 000 ძირი სხვადასხვა სახეობის ნერგი. ამ ინფორმაციის გათვალისწინებით, რადიო თავისუფლებამ მოქალაქეებს მიმართა კითხვით: საკმარისია თუ არა თბილისში მწვანე საფარი?