ნავაზ შარიფს ჯერჯერობით არ დაატოვებინებენ თანამდებობას

Your browser doesn’t support HTML5

პაკისტანის პრემიერ-მინისტრ ნავაზ შარიფის მომხრეებმა იზეიმეს სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც მას უფლებას აძლევს, დარჩეს თანამდებობაზე, სანამ იძიებენ კორუფციასთან მის კავშირს. ისლამაბადის ხუთწევრიანმა სასამართლომ 20 აპრილს მიიღო გადაწყვეტილება, რომ თანამდებობიდან შარიფის გადასაყენებლად არ მოიპოვება საკმარისი სამხილი. ხუთიდან ორმა მოსამართლემ მის გადაყენებას მისცა ხმა. მაგრამ მოსამართლეები შეთანხმდნენ, შეიქმნას გამომძიებელთა გუნდი. გამომძიებლები შეისწავლიან შარიფის ოფშორულ ქონებას. 2015 წელს აღმოჩნდა, რომ შარიფის შვილებს კავშირი ჰქონდათ ე.წ. „პანამის ქაღალდებში“ ჩამოთვლილ ანგარიშებთან. შარიფი და მისი ოჯახი უარყოფენ რაიმე დანაშაულს.