სკოლებში სწავლა დაიწყო

Your browser doesn’t support HTML5

14 სექტემბერს საქართველოს საჯარო სკოლებში (2 072 საჯარო სკოლა) ახალი სასწავლო წელი დაიწყო. წელს, ქვეყნის მასშტაბით, სულ 48 147 პირველკლასელია დარეგისტრირებული როგორც საჯარო, ასევე კერძო სკოლაში. ბავშვებს სახელმძღვანელოების სრული კომპლექტი დაურიგდებათ, ამასთან, პირველკლასელებს გადაეცემათ განახლებული კომპიუტერები. გარდა ამისა, წელს 300-მდე საგანმანათლებლო დაწესებულებაში სკოლის ექიმის სამსახური ამუშავდება.