„ტრაქტორი“ - ახალი პლატფორმა ფერმერებისთვის

Your browser doesn’t support HTML5

15 თებერვალს, თბილისის საგამოფენო ცენტრ „ექსპო-ჯორჯიაში“ გაიმართა პრეზენტაცია ვებსაიტისა და მობილური აპლიკაციის სახელწოდებით „ტრაქტორი“, რომლის მიზანია ფერმერთა მხარდაჭერა და სოფლის მეურნეობის ობიექტებისთვის საჭირო ინფორმაციის მიწოდება. პროექტის მხარდამჭერები არიან ევროკავშირი, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო და სხვა სამთავრობო თუ არასამთავრობო ორგანიზაციები, მათ შორის „ადამიანი გასაჭირში“.