ოლიმპიადას ორი ქართველი სპორტსმენი გამოეთიშა

ვარლამ ლიპარტელიანისა და მარკ ენტონის ორთაბრძოლა

ლონდონში მიმდინარე ზაფხულის 30-ე ოლიმპიურ თამაშებს დღეს კიდევ ორი ქართველი სპორტსმენი გამოეთიშა. 90 კგ.-მდე წონითი კატეგორიის ძიუდოისტთა ტურნირში ვარლამ ლიპარტელიანმა პირველ წრეში დაამარცხა კამერუნელი დიუდონ დოლასემი, ხოლო მერვედფინალში დათმო შეხვედრა ავსტრალიელ მარკ ენტონისთან. 25 მეტრზე სპორტული პისტოლეტით სროლაში ნინო სალუქვაძემ მე-15 შედეგი აჩვენა და ფინალს მიღმა დარჩა.