ზაფხულის XXXI ოლიმპიური თამაშები. დღე მერვე

ვაჟთა შორის სიგრძეზე მხტომელთა ოლიმპიური ტურნირი მოიგო ამერიკელმა მძლეოსანმა ჯეფ ჰენდერსონმა.

ჰონკონგის მაგიდის ჩოგბურთელთა ნაკრების წევრი დუ ჰოი კემი გერმანიის ეროვნულ გუნდთან დაპირისპირებისას.

400 მეტრზე ერთ-ერთი ნახევარფინალური გარბენის შემდეგ: გრენადელ ბრელონ ტაპლინს წამოდგომა არ სურს.

ამერიკელ მოცურავე ვაჟთა "კვარტეტი" მადლობას უხდის რიო-დე-ჟანეიროს გულითადი მასპინძლობისთვის. ცოტა ხნის წინ დასრულდა ფინალური გაცურვა 4x100 მეტრზე კომპლექსურ ესტაფეტაში, რომელშიც ამერიკელებმა გაიმარჯვეს. მარცხნიდან: ნათან ადრიანი, მაიკლ ფელპსი, რაიან მერფი და კოდი მილერი.

91 კილოგრამამდე წონითი კატეგორიის მოკრივეთა შეჯიბრების ნახევარფინალი: ევგენი ტიშჩენკო (რუსეთი, წითელი მაისურით) უტევს რუსტამ ტულაგანოვს (უზბეკეთი).

ბელორუსი ბატუტზე მხტომელი ვლადისლავ გონჩაროვი ასპარეზობისას.

ოლიმპიური ჩემპიონი, ირანელი ძალოსანი სოჰრაბ მორადი (94 კგ-მდე წონითი კატეგორია).

ამერიკელი ხმლით მოფარიკავეები იბტიჰაჯ მუჰამადი (მარცხნივ) და დაგმარა ვოზნიაკი ბრინჯაოს მედლის მოპოვებას ზეიმობენ. მესამე ადგილისთვის ბრძოლაში აშშ-ის ნაკრებმა იტალიის ეროვნული გუნდი დაამარცხა.

ხმლით მოფარიკავე ქალთა გუნდური ასპარეზობის ფინალურ მატჩში ერთმანეთს შეხვდნენ უკრაინისა და რუსეთის ნაკრები გუნდები. სურათზე ასახულია სოფია ველიკაიასა (რუსეთი, მარცხნივ) და ოლენა კრავატსკას (უკრაინა) ორთაბრძოლის ერთი მომენტი.

ბელორუსი ძალოსანი ვადიმ სტრალცოვი (94 კგ-მდე წონითი კატეგორია) ასპარეზობისას.

მძლეოსნური შვიდჭიდის ერთ-ერთი დისციპლინა: შუბის სატყორცნელად ემზადება სოფია იფანტიდუ (საბერძნეთი).

ნიდერლანდელი ველომრბოლელი ლორინ ვან რისენი (ზემოთ) და მისი ფრანგი მეტოქე ვირჟინი კიუფი რიო-დე-ჟანეიროს ოლიმპიურ ტრეკზე.

3000 მეტრზე რბენა წინაღობებით (ქალთა შორის).

გერმანელი წყალში მხტომელი პატრიკ ჰაუსდინგი ოლიმპიური საწყლოსნო ცენტრის გამწვანებულ აუზში..