ანგარიში ბავშვთა უფლებებზე

Your browser doesn’t support HTML5

თბილისში სახალხო დამცველმა საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში არასრულწლოვანთა უფლებლივი მდგომარეობისა და სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებებში განხორციელებული მონიტორინგის შედეგები წარმოადგინა. ანგარიშები მომზადდა „ბავშვის უფლებების ცენტრის შესაძლებლობების გაძლიერებისა“ და "იუნისეფის" (Unicef) მხარდაჭერით. ირკვევა, რომ მაღალმთიან რეგიონებში სოციალური პროგრამები პრობლემებით ხორციელდება: ბავშვებს არა აქვთ სათანადო საცხოვრებელი პირობები, ასევე არ მიუწვდებათ ხელი ხარისხიან სამედიცინო მომსახურებაზე. რაც შეეხება სკოლამდელ დაწესებულებებს, ბევრი ბავშვი განიცდის ფსიქოლოგიურ ზეწოლას.