ტრენაჟორები „შეშლილი მაქსის“ სტილში

სავარჯიშო არეალ „საქანელებში“ 200 თვითნაკეთი ტრენაჟორია. ისინი განთავსებულია კუნძულ ვენეციაზე, მეტროს სადგურ „გიდროპარკთან“. 

ეს კაცი სუფთა ჰაერზე ვარჯიშობს. მეტროს ახალმა ხაზმა დნეპრი გადაკვეთა და ერთი სადგური კუნძულზე აშენდა, რის გამოც იქაურობა პოპულარულ საპიკნიკე ადგილად იქცა. 

83 წლის პაპა „მასტერ კლასს“ გვიჩვენებს. ყველაფერი დაიწყო 1960-იანი წლების ბოლოს. 

ახალგაზრდა ათლეტი თვითნაკეთ ტრენაჟორზე ვარჯიშობს. სავარჯიშო არეალის ერთ-ერთმა დამაარსებელმა, „ასოშიეიტედ პრესს“ უთხრა, რომ „სურდათ ხალხს აქტიურად დაესვენა და არა ბანქო ეთამაშა პლაჟზე“. 

ბევრი ტრენაჟორი, კუკის თქმით, საბჭოთა პერიოდის მანქანათმშენებლობის მემკვიდრეობაა. კუკი ამბობს, მაშინ ჯართი უბრალოდ ეყარაო.

ახლა გირები ჯაჭვით უნდა მიაბა, რომ არ მოიპარონ. 

ეს კაცი ავტოსაბურავებით გაკეთებულ „მსხალს“ ურტყამს. სავარჯიშო არეალი უფასოა და არასოდეს იკეტება. 

ჰანტელების შეკეთება. შეწირულებების საშუალებით, მოხალისეთა მცირე ჯგუფმა ღამით სავარჯიშოდ და ტრენაჟორების შესაკეთებლად განათება დაამონტაჟა. 

თვითნაკეთი ტრენაჟორები ძალიან ტლანქია და ფილმ „შეშლილ მაქსს“ მოგაგონებთ. 

ზოგიერთი სავარჯიშო მოწყობილობა საბრძოლო ტექნიკისგანაა დამზადებული.

ახალგაზრდა წყვილი ვარჯიშის დროს ისვენებს. ლეგენდარული სპორტული არეალი ყველას იზიდავს - ახალგაზრდასაც და ასაკოვანსაც, ღარიბსაც და მდიდარსაც. 

ეს ჭაბუკი ძველ რკინას „ებრძვის“. 

„საქანელა“ იმითაცაა განსაკუთრებული, რომ ვარჯიშის შემდეგ იქვე, დნეპრში, შეიძლება გაგრილება. 

კიევში, დნეპრის ნაპირზე, ღია ცის ქვეშ მოწყობილი სავარჯიშო არეალის სტუმრები მოიხმარენ ტრენაჟორებს, რომლებიც ჯართის გადამუშავებით შეიქმნა.