სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ინიციატივითა და მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრების კაპიტანს, ზაზა ფაჩულიას დიდუბეში მდებარე სპორტული ბაზა უსასყიდლოდ, 50 წლით გადაეცა NBA-ს სტანდარტების კალათბურთის აკადემიის გასახსნელად. შეთანხმების მიხედვით, აკადემია მოამზადებს ბავშვებს სხვადასხვა კლუბსა და ეროვნულ ნაკრებში სათამაშოდ, აკადემიაში NBA-ის სტანდარტების მიხედვით მომზადდებიან ქართველი მწვრთნელები ამერიკელი და თურქი მწვრთნელების მეთვალყურეობით.