ვინ და რატომ მიდის პანკისიდან სირიაში?

Your browser doesn’t support HTML5

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ „საერთაშორისო ტერორისტთა“ ათკაციან სიაში, კერძოდ კი, სირიაში მოქმედ განსაკუთრებულ საშიშ ექსტრემისტ ლიდერთა შორის, საქართველოს მოქალაქე, პანკისელი მურად მარგოშვილიც ფიგურირებს. ეს ვაშინგტონის მიერ გამოქვეყნებული მეორე სიაა. მას წინ უძღოდა აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს მიერ გავრცელებული 11-კაციანი სია, რომელშიც მოხვდა პანკისის ხეობის კიდევ ერთი მკვიდრი, თარხან ბათირაშვილი, იგივე ომარ ალ შიშანი. პანკისში იმყოფებოდნენ რადიო თავისუფლების კორესპონდენტები ზვიად მჭედლიშვილი და ორესტ თოდუა.