პარაორკესტრის კონცერტი

Your browser doesn’t support HTML5

27 მაისს, თბილისში, არასამთავრობო ორგანიზაცია „მშობელთა ხიდის“ ოფისში გაიმართა უჩვეულო კონცერტი, რომელიც მასპინძელი ორგანიზაციის თაოსნობით მოეწყო. ოფისში მისულ სტუმრებს საშუალება მიეცათ, მოესმინათ პარაორკესტრისთვის, რომლის წევრმა ათამდე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირმა რამდენიმე ნაწარმოები შეასრულა. „მშობელთა ხიდის“ ხელძღვანელის, თეონა ყაჭეიშვილის თქმით, მუსთერაპია ამ ახალგაზრდებს საზოგადოებასთან ადაპტირებასა და სხვა უნარ-ჩვევების განვითარებაში ეხმარება.