დღის ფოტოები: აგვისტო, 2016 წ.

ჯანდაცვის მუშაკები პოლიომიელიტის ვაქცინაციის სამდღიან კამპანიას ატარებენ პაკისტანის ქალაქ კარაჩიში. 

ნორვეგიაში მეხის დაცემის შედეგად დახოცილი 300-ზე მეტი ჩრდილოეთის ირემი.

ამერიკელი მსახიობი სტივენ სიგალი ბელორუსიის პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკოსთან შეხვედრისას ამ უკანასკნელის რეზიდენციაში მინსკის მახლობლად. 

ბავშვიანი ქალი მეამბოხეთა ხელში მყოფ სირიის ქალაქ დუმაში საჰაერო იერიშის შემდეგ.

ქალს საკმეველი უჭირავს და ლოცულობს ლამაისტურ ტაძარში პეკინში.

სახედასისხლიანებული ხუთი წლის ომრან დაყნეში და მისი და სასწრაფო დახმარების მანქანაში სხედან მას შემდეგ, რაც ისინი გადაარჩინეს ალეპოში მეამბოხეთა კონტროლქვეშ მყოფ რაიონზე საჰაერო იერიშის შემდეგ. 

"თავისუფალი სირიის არმიის" მებრძოლები ქალაქ ნავის სამხრეთით. 

სირიელი ლტოლვილი გოგონა ჰუსაიდა ესპანურ მაშველ გემ "ასტრალში". იგი ზღვაში გადაარჩინეს ლიბიის ნაპირთან ახლოს. 

ბიჭები პაკისტანის ქალაქ კარაჩის მეთევზეთა ნავსადგურში, დაბინძურებულ წყალში, მიტოვებული ნავით აგროვებენ ნივთებს, რომელთა ხელახლა გამოყენებაც შეიძლება. 

22 წლის გურამ უსტიაშვილი კბილებით მიათრევს ოთხ მანქანას. (ფოტო გადაღებულია 16 აგვისტოს)

მეტეორების წვიმა იესო ქრისტეს ქანდაკების ფონზე ბელორუსიის სოფელ ივიეში. (ფოტო: AFP)

ოლიმპიური თამაშები რიო-დე-ჟანეიროში: ქალთა შეჯიბრი 3000 მეტრზე სტიპლჩეიზში. (ფოტო: AFP)

ბიჭი ავღანეთის ეროვნულ დროშებს ყიდის ეროვნული დღესასწაულის მოახლოებასთან დაკავშირებით. (ფოტო: epa)

გერმანელი მოტომრბოლელი შტეფან ბრადლის დაცემა მოტორბოლის მსოფლიო ჩემპიონატის გრან პრის გათამაშებისთვის ვარჯიშისას ავსტრიაში, შპილბერგში. (ფოტო: epa)

შენობის კონტროლირებული აფეთქება ჩინეთის ქალაქ დატონში. (ფოტო: Reuters) 

ვირზე მსხდომი ავღანელი ბავშვები მაზარ-ი-შარიფის მახლობლად. (ფოტო: AFP)

წყალდიდობით დაზიანებული მანქანები მაკედონიის სოფელ სტაიკოვციში. (ფოტო: AFP)

წყალში ხტომა ბოსნია-ჰერცეგოვინის ქალაქ მოსტარის ხიდიდან. (ფოტო: RFE/RL)

ერაყის სამთავრობო ჯარები რაკეტას უშვებენ ჯიჰადისტური დაჯგუფება "ისლამური სახელმწიფოს" პოზიციებისკენ ხალიდიაში, ქალაქ რამადიდან აღმოსავლეთით. (ფოტო: AFP)

საზეიმოდ ჩაცმული ყაზახი სამხედრო მოსამსახურეები სერთაშორისო სამხედრო თამაშების გახსნის ცერემონიაზე ყაზახეთში, გვარდეისკიში. (ფოტო: Reuters)

ავღანელი პოლიციელი ქაბულის გარეუბანში აკონტროლებს გზას სასტუმროსკენ, რომელზეც იერიში მიიტანა თალიბანმა. (ფოტო: epa)

ერთი ეპიზოდი რიო-დე-ჟანეიროს ზაფხულის XXXI ოლიმპიური თამაშების საზეიმო გახსნის ცერემონიიდან (ფაბრიციო ბენშის ფოტო, როიტერი).

ტურისტები ჩინეთის ჰუნანის პროვინციის ეროვნულ პარკში (ფოტო გადაღებულია 2 აგვისტოს).

იემენის დედაქალაქ სანააში, რომელიც კოკისპირული წვიმის შედეგად დაიტბორა, ბავშვები მსუბუქი მანქანის საბარგულით გადაჰყავთ (სურათი გადაღებულია 1 აგვისტოს).

სამხრეთ ყაზახეთის მაკტარალის რაიონის სოფელ დიხანში დაუდგენელმა პირებმა ცეცხლი წაუკიდეს ორ საცხოვრებელ სახლს. სურათი გადაღებულია 2 აგვისტოს, ხანძრის ჩაქრობის შემდეგ.

ერაყის სამთავრობო ჯარის ნაწილები თავს იყრიან ხალიდიასთან, ანბარის პროვინციის დედაქალაქ რამადის მახლობლად (სურათი გადაღებულია 1 აგვისტოს).