დღის ფოტოები: ივნისი, 2016 წ.

ბუდიდან გადმოვარდნილი კოდალას ბარტყი გოგონას დააფრინდა თავზე რუსეთის სოფელ ვასილიევსკოეში. (ფოტო: AFP)

კოსოვოელი სტუდენტები და ჩვილი ბავშვი იოგის კლასში მონაწილეობენ პრიშტინაში. (ფოტო: AFP)

ადგილნაცვალი სირიელი ბიჭი თამაშობს იდლიბის სამხრეთ ნაწილში მდებარე ბანაკში. (ფოტო: Reuters)

მიგრანტი ნამცხვარს ჭამს მას შემდეგ, რაც ზღვაში გადაარჩინეს ლიბიის საზღვრიდან დაახლოებით 20 მილზე. (ფოტო: Reuters)

შვეიცარიელი ავიატორი ბერტრან პიკარი "სელფის" უღებს საკუთარ თავს. რამდენიმე წუთში მისი თვითმფრინავი "სოლარ იმპულს 2" ესპანეთის ქალაქ სევილიაში დაეშვება.

ცეცხლის დღესასწაული კიევში. (ფოტო: Reuters)

სკოლის მოწაფეები ჩრდილოეთ კორეის ლიდერთთან, კიმ იონ უნთან ერთად ფხენიანში, წარმოდგენაზე, რომელსაც ეწოდება "ჩვენ მსოფლიოში უბედნიერესი ბავშვები ვართ". წარმოდგენა მიეძღვნა კორეის ბავშვთა კავშირის 70-ე წლისთავის ზეიმს. (ფოტო: REUTERS/KCNA)

ავღანელი მამაკაცი ღაზნის პროვინციაში საჭმელს ანაწილებს მუსლიმების წმიდა თვის, რამადანის პირველ დღეს. (ფოტო: AFP)

პოლიციელი ცდლობს მოიწმინდოს წითელი საღებავი მას შემდეგ, რაც საპროტესტო აქციის მონაწილეებმა საღებავით სავსე ბუშტები ისროლეს ანტისამთავრობო დემონსტრაციის დროს სკოპიეში. (ფოტო: AFP)

საბანშემოხვეული მიგრანტი პარიზში, მიგრანტთა ბანაკიდან ევაკუაციისას. (ფოტო: AFP)

ხორბლის მოსავლის აღება სიირიის ქალაქ ჰამურიაში. (ფოტო: AFP)

თოლია წმ. პეტრეს ქანდაკებაზე ზის როცა პაპი ფრანცისკე მესას მართავს ვატიკანში, წმ. პეტრეს მოედანზე. (ფოტო: Reuters)

მესაფლავეები ქალაქ დებრეცინში, უნგრეთის მესაფლავეთა პირველ ჩემპიონატზე. (ფოტო: epa)

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი მონღოლეთში ვიზიტისას მშვილდ-ისარს ისვრის ნაადამის დღესასწაულზე, რომელზეც ტრადიციულად იმართება შეჯიბრებები ცხენოსნობაში, მონღოლურ ჭიდაობასა და მშვილდოსნობაში. (ფოტო: AFP)

წყალდიდობა პარიზში. (ფოტო: AFP)

პაკისტანის ქალაქ ფეშავარში ბიჭი მეჩეთს ასუფთავებს მუსლიმების წმიდა თვის, რამადანისთვის მოსამზადებლად. (ფოტო: epa)