რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლების ფოტოკონკურსის, „ტექნოლოგიის და გარემოს“ გამარჯვებულები

გამარჯვებული ფოტო: „ვარკვლავებთან შეჯიბრი“. ოქროს საბადოს ნათურები ღამეს ანათებს ყირგიზეთში, ზღვის დონიდან 4200 მეტრის სიმაღლეზე. (ულანბეკ ასანალიევი, რადიო თავისუფლების ყირგიზული რედაქცია)

გამარჯვებული ფოტო: „კრაფლას ვულკანი - სადაც ადამიანმა დედამიწის გეოთერმული ძალების მოთოკვა შეძლო“. ისლანდიის უდიდეს გეოთერმულ სადგურთან ახლოს მდებარე ფოსფორული ზედაპირი, რომელიც სითბოს 33 ჭაბურღილიდან იღებს. (იარდა ლჰოტაკი, რადიო თავისუფლების ინტერნეტ-ტექნოლოგიის განყოფილება)

გამარჯვებული ფოტო: ბიჭუნა თამაშობს რუსული წარმოების, მიტოვებული იარაღით ქაბულის შემოგარენში. (საბავუნი, რადიო თავისუფლების ავღანური სამსახურის ქაბულის ბიურო)

ფინალისტი ფოტო: „ერთადერთი გადარჩენილი“. 30 მეტრის სიმაღლის პალმის ხე ერთადერთი ხე იყო, რომელიც 2011 წელს მიწისძვრას და ცუნამის გადაურჩა იაპონიის ტაკატა მაცუბარას ტყეში. ბუნებრივ კატასტროფამდე ტყეში 70000-მდე ნაძვი იყო. (გულ აიაზი, რადიო თავისუფლების პაკისტანური სამსახური)

ფინალისტი ფოტო: „ტელეფონი ალუმინის ჯამში“. ეს ფაშაკან ჟაპანოვაა, ყირგიზეთის ჩრდილო-დასავლეთის საზღვარზე მდებარე სოფელ ალაიკუს მცხოვრები. იმის გამო, რომ ეს სოფელი ზღვის დონეზე დაბლა მდებარეობს, ის მოკლებულია მობილურ სატელეფონო სიგნალს. სოფლის ხალხმა იცის, როდის იქნება კარგი კავშირი - ზამთარში, როცა ქარი არ არის. (მუჰამედალი ტოკტაკუნოვი, რადიო თავისუფლების ყირგიზული სამსახურის ბიშკეკის ბიურო)

ფინალისტი ფოტო: „ეკლესიის მშენებლობა კიევში“. (ანდრეი ბაშტოვი, რადიო თავისუფლების უკრაინული სამსახურის კიევის ბიურო)

ფინალისტი ფოტო: „მყინვარის დანგრევა“. ოქროს საბადოს კომპანიის მანქანა ანგრევს მყინვარს, რათა გაადვილდეს მის ქვეშ მდებარე ოქროს მოპოვება. (იანარბეკ იოლდოშბაევი, რადიო თავისუფლების ყირგიზული სამსახური)

ფინალისტი ფოტო: „ოთხი ერთში“ ფეხბურთი, კალათბურთი, ენერგიის ქვესადგური და გადამცემი“. მილოშევა, ცენტრალური კოსოვო. (ფატმირ ალიუ, რადიო თავისუფლების ბალკანური სამსახურის პრიშტინის ბიურო)

ფინალისტი ფოტო: ავღანელი მუშები აგურის ქარხანაში, ქაბულის შემოგარენი. (საბავუნი, რადიო თავისუფლების ქაბულის ბიურო)

ფინალისტი ფოტო: „საიდან მოდის ენერგია“. განთიადი, 3 მარტი, პრაღა - კიდევ ცოტა მეტი კლიმატის ცვლილება ადის ატმოსფეროში. (რობერტ კოლსონი, რადიო თავისუფლების ნიუსრუმი)

ფინალისტი ფოტო: „დამანებეთ თავი ჩემს საავადმყოფოში“: ფოტოგრაფის ობიექტივში იყურება მაწანწალა კატა, რომელიც თავს აფარებს ყოფილი საავადმყოფოს ტერიტორიას მინსკში. (იაჰორ მაიორჩუკი, რადიო თავისუფლების ბელორუსული სამსახური, მინსკის ბიურო)

ფინალისტი ფოტო: „ალპები და თვითმფრინავი". თვითმფრინავიდან მზიან დღეს დანახული ალპები. (არკადი პილდესი, რადიო თავისუფლების ინტერნეტ-ტექნოლოგიის განყოფილება).