სიმწვანე ჩვენს პლანეტაზე ნასას ფოტოების მიხედვით

ამ სურათის შესაქმნელად გამოიყენეს მონაცემები 2012 წლის აპრილიდან 2013 წლის აპრილამდე. მუქი მწვანე რეგიონები ხშირი მცენარეულობითაა დაფარული, ხოლო ღია ფერები აღნიშნავს რეგიონებს, სადაც მცენარეულობა უფრო იშვიათია. 

ეგვიპტის უდაბნოს შუაგულში მდინარე ნილოსი რეგიონს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან წყალს აწვდის. სურათზე, რომელიც 2012 წლის 9-15 ივლისს გადაღებულ სატელიტურ მონაცემებს ეფუძნება, ასევე ჩანს ჩრდილოეთ ეგვიპტის ურბანული რეგიონებიც.

ტიგროსი (ჩრდილოეთით) და ევფრატე (სამხრეთით) ცენტრალურ ერაყში ნოყიერ ნახევარმთვარეს ქმნის. სურათები 2012 წლის 12-18 ნოემბერს გადაიღეს. 

კასპიის ზღვის ტენიანობა ელბურზის მთების ჩრდილოეთ ქედთან გროვდება. ხოლო სამხრეთით ირანის უდაბნოებს ვხედავთ. სურათები 2012 წლის 5-11 ნოემბერს გადაიღეს. 

ტაიგა ცენტრალურ რუსეთში, ქალაქ ლანგეპასთან. სურათები გადაღებულია 2012 წლის 18-24 ივნისს, სანამ ამ რეგიონში ტყის ხანძარი გაჩნდებოდა.

ნაკლები მცენარეულობის რეგიონები რუსეთის ქალაქ ლანგეპასთან გაჩენილი მასშტაბური ტყის ხანძრის შედეგია. სურათები 2012 წლის 23-29 ივლისსაა გადაღებული.