ერთი დღე საქართველოს ცხოვრებიდან

ფოტოგრაფმა Indigo Fleur-მა თბილისში მდებარე ვარდების ბაღში თვალი მოჰკრა ასეთ სცენას: „პარკის დაცვის თანამშრომელი დასასვენებლად მზის ქვეშ სკამზე ჩამოჯდა. რამდენიმე წუთში მას ნაცნობი ბაბუა მიუჯდა, გახსნა თავისი ჩანთა, ამოიღო ვაშლი და გვერდზე მჯდომ დაცვის ახალგაზრდა თანამშრომელს გაუწოდა, შემდეგ მეორე ვაშლი თავისთვის ამოიღო და  მისი გათლა დაიწყო. ალბათ იმიტომ, რომ მოხუცია და ღეჭვა უჭირს“. 

მაია ჩხაიძის მიერ დაბადების დღის წვეულებაზე გადაღებულ ამ ფოტოზე ჩანს, რომ პატარა ბიჭი უკმაყოფილოა უეცარი ამოტრიალებით.

ხატია ბასილაშვილის ამ ფოტოზე ფეხბურთის მოთამაშეები და ცხვრები მუხიანში საზიაროდ გამოიყენებენ მინდორს.

იმერეთის სოფელ ჩხარის მკვიდრის, კოლიას ეს ფოტო დათო ჩაჩანიძემ გადაიღო: „კოლია საღამომდე ასე, მარტო ცხოვრობს, მერე კი - დედასთან ერთად, რომელიც საშოვარზეა. ამ კადრში სწორედ მას ელოდება...“

მეეზოვე ასუფთავებს ახალქალაქის ცენტრში, ხეებს შორის მოქცეულ სავალ ნაწილს. ხის ძირებს ხშირად ღებავენ კირით, გახმობისა და გაყინვისგან მათი დაცვის მიზნით.

ელექტროსადენების შეკეთებაში გართული ეს ორი მამაკაცი ფოტოგრაფ ვახო დოლიძეს საქართველოს მდგომარეობას ახსენებს: „ამ ფოტოს დავარქმევდი „გვირაბის მოლიპულ გზას“. დღეს ჩვენი მდგომარეობით გვირაბში ვიმყოფებით, რომლის ბოლოსაც სინათლეს ვხედავთ და უნდა ვიფრთხილოთ, დაკვირვებით უნდა გადავდგათ თითოეული ნაბიჯი, რომ სინათლეს მივუახლოვდეთ.“

გოგონა, რომელიც ჯერ კიდევ სკოლაში სწავლობს, თავის მშობლებს მუშაობაში ეხმარება სურსათის პატარა მაღაზიაში. ფოტოს ავტორის, გვანცა გაგნიძის თქმით, „მან სულ რამდენიმე წუთის წინ გაყიდა ნამცხვარი და ახლა იმ კაცს უყურებს, ვისაც ნამცხვარი მიჰყიდა“.

სოფელ ყუმისთავის სკოლის მოსწავლეები სპორტის გაკვეთილზე წრეშიბურთს თამაშობენ. ეს ფოტო მათმა მასწავლებელმა, ლიკა ჭყონიამ გადაიღო. ლიკა ჭყონიას თქმით, გვიანი ზამთრისთვის დამახასიათებელი მზის ნათება უპირატესობას ანიჭებს ერთ-ერთ გუნდს, მაგრამ მოსწავლეებმა მასთან გამკლავება უნდა ისწავლონ.

მაია ჩხაიძეს 1 მარტს ფოტოაპარატის ხელში ასაღებად განსაკუთრებული მიზეზი ჰქონდა: „დღეს ჩემი ქალიშვილის დაბადების დღეა. ალბათ არ მოგეწონებათ, მაგრამ დღეს ამაზე კარგი არაფერი მომხდარა“.

თავისუფლების მოედანზე გამართული დაძაბული თამაში დასასრულს უახლოვდება. მოთამაშეებს ფოტო ქეთი გზირიშვილმა გადაუღო.

Indigo Fleur-მა ეს ფოტო მარჯანიშვილის მოედანზე გადაიღო. ბუკინისტურ წიგნებში ქალი სასურველის ან საინტერესოს პოვნას ცდილობს.​

როგორც ნინო ოძელაშვილის ამ ფოტოზე ჩანს, ახალქალაქის ქუჩებში ძაღლი ასეირნებს ბიჭს.

ნანუკა ჯაფარიძე ამბობს, რომ მან ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ფირზე აღებეჭდა თბილისის ვიწრო ქუჩებისთვის დამახასიათბელი ოპტიმიზმი: „ჩემი დიდი სურვილის მიუხედავად, სურათი სევდიანია. ალბათ, მზიანი ამინდი საკმარისად ვერ ქმნის მხიარულ განწყობას ძველ თბილისურ ქუჩებში. რამდენიმე გამვლელს თუ წავაწყდებით ჩაფიქრებულს, სევდიანი განწყობით. არადა, ჩემს ბავშვობაში ყველაფერი პირიქით იყო!“

ნარდის თამაში თბილისის ქუჩებში. გვანცა გაგნიძის ფოტო.

ავადმყოფობის მიუხედავად, ანა ყაჭეიშვილმა საწოლში დაბრუნებამდე მოახერხა და თავისი ოთახის ფანჯრიდან აღბეჭდა თბილისის ქუჩების ვერცხლისფერი ცხოვრება.

ფოტოგრაფ თიკო ცხვედაძის ამ ფოტოზე ჩანს თბილისის ერთ-ერთ სადარბაზოში გამოფენილი ფოტოები. ავტორმა არ იცის ვინ ცხოვრობას ამ სახლში: „ალბათ ფოტოგრაფიაზე შეყვარებული ადამიანი, ან უბრალოდ შეყვარებული ადამიანი“ 

გააკეთე არჩევანი: ქუჩის მოვაჭრე გაზაფხულის ყვავილებთან ერთად ზამთრის სამოსს გთავაზობთ. ლევან მიქაძის ფოტო.

Indigo Fleur-ის ეს ფოტო გადაღებულია თბილისის ერთ-ერთ გარეუბანში. დასაქმებულები მეტროს სადგურ „ვარკეთილის“ გავლით სამსახურიდან სახლში ბრუნდებიან.