2014 წელი ფოტოებში

დემონსტრანტები, რომლებიც უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას უჭერენ მხარს, ახალ წელს მაიდანზე ხვდებიან. „ევრომაიდნის“ სახელით ცნობილი, მასობრივი საპროტესტო აქციები ნოემბერში დაიწყო და სამ თვეში მას პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩის გადაყენება მოჰყვა. 1 იანვარი. კიევი. (Valentyn Ogirenko, Reuters)

მსხვილი ყინულის ფენები მიჩიგანის ტბის სანაპიროზე. ჩიკაგო, ილინოისის შტატი, აშშ. 6 იანვარი. (Scott Olson, Getty Images)
 

კაცი ცდილობს, თავს უშველოს ბავშვით ხელში მთავრობის მიერ განხორციელებული საჰაერო დაბომბვისას. ალეპო, სირია. 21 იანვარი. (Ammar Abdullah, Reuters)

მამაკაცი ცდილობს გაექცეს ცეცხლს სამთავრობო შენობაში. შენობას ცეცხლი წაუკიდეს დემონსტრანტებმა, რომლებმაც ბოსნია-ჰერცოგოვინის ქალაქ ტუზლაში გააპროტესტეს მწვავე უმუშევრობა და პოლიტიკური ინერცია. აქციაზე შეტაკება მოხდა დემოსნტრანტებსა და პოლიციას შორის. 17 თებერვალი. (Dado Ruvic, Reuters)

ყოფილი თალიბანის მებრძოლები, მათ შორის ქალები, ხელბორკილებით დგანან პოლიციის მიერ ჩამორთმეული იარაღის ფონზე. ნანგარჰარის (Nangarhar) პროვინცია, ავღანეთი. 4 თებერვალი. (Abdul Mueed, epa)

ხუთიდან ერთი „ოლიმპიური რგოლი“ არ ინთება 2014 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიაზე. სოჭი, რუსეთი. 7 თებერვალი. (Phil Noble, Reuters)

კაზაკი ჯარისკაცი თავს ესხმის ნადეჟდა ტოლოკონიკოვასა და პანკ-ჯგუფის, „პუსი რაიოტის“ სხვა წევრებს სოჭის ქუჩაში გამართული პერფორმანსის გამო. 19 თებერვალი. (Morry Gash, AP)

კიევში ბარიკადებთან საფრთხობელას მსგავსი ფიგურა დგას. მოქალაქეებსა და სამთავრობო ძალებს შორის მწვავე შეტაკებების შემდეგ პრეზიდენტი ვიქტორ იანუკოვიჩი ქვეყნიდან გაიქცა და პარლამენტმა ხმა მისცა მისი ძალაუფლების ჩამორთმევას. 21 თებერვალი. (Bulent Kilic, AFP)

რუსი წყვილი, ალექსანდრ ემერეევი (მარცხნივ) და დმიტრი ზიატცევი, იღიმის 25 თებერვალს არგენტინის დედაქალაქ ბუენოს-აირესში გამართული ქორწილის შემდეგ.ჰომოსექსუალ წყვილებს დაქორწინება არ შეუძლიათ რუსეთში, სადაც ისინი გახშირებულ ძალადობასა და რეპრესიებს აწყდებიან. (Daniel Garcia, AFP)

ვენის ოპერის მეჯლისის გახსნაზე მონაწილეები შედიან სამეჯლისო ცეკვების დარბაზში. 27 თებერვალი. (Herbert Neubauer, epa)

ნავრუზის (გაზაფხულისა და ახალი წლის დადგომის) აღსანიშნავად ყირგიზი ცხენოსნები თამაშობენ „კოკ-ბორუს“, ცენტრალურ აზიაში გავრცელებულ სპორტის სახეობას. (Igor Kovalenko, epa)

ყირიმის საპორტო ქალაქ ფეოდოსიასთან ახლოს მანქანა მიქრის ფანჯარაში რუსეთის უშველებელი დროშით, რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიიდან ცოტა ხნის შემდეგ. 24 მარტი. (Shamil Zhumatov, Reuters)

რუსეთის შორეული აღმოსავლეთის პრიმორსკის რეგიონში, ქალაქ ფოკინოში, წყალქვეშა ნავების ნაწილები ტივტივებს ბირთვული ნარჩენების საცავთან. 28 მარტი. (Yuri Maltsev, Reuters)

5 აპრილს მაზარ-ი-შარიფში ავღანელი ქალები ხმის მისაცემად იცდიან ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე. თალიბანის რეჟიმის დამხობის შემდეგ ეს პირველი საპრეზიდენტო არჩევნებია, რომლის შედეგად დემოკრატიული გზით მოხდა ძალაუფლების გადაცემა. არჩევნებში გაიმარჯვა აშრაფ ღანიმ. (Zohra Bensemra, Reuters)

ქალაქ ვერეშედიახაზში, ბუდაპეშტთან ახლოს, უნგრელი ქალები საპარალამენტო არჩევნებში აძლევენ ხმას. 6 აპრილის არჩევნებში ხელმეორედ გაიმარჯვა პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის პარტიამ. (Laszlo Balogh, Reuters)

სომეხმა დემონსტრანტებმა ცეცხლი წაუკიდეს თურქეთის დროშას ცერემონიაზე, რომელშიც პატივს მიაგებდნენ ოსმალეთის იმპერიაში 1915 წლის ხოცვა-ჟლეტის მსხვერპლთა ხსოვნას. (Hayk Baghdasaryan, Photolure)

ერაყელი ქალები გამარჯვებას აღნიშნავენ ერაყის საპარლამენტო არჩევნებში ხმის მიცემის შემდეგ. 30 აპრილი. ბაღდადი. (Sabah Arar, AFP)

ევროვიზიის კონკურსში გამარჯვებული ტრანსვესტიტი მომღერალი კონჩიტა ვურსტი პრესასთან საუბრისას. 11 მაისი. ვენა. (Georg Hochmuth, AFP)

მამა კოცნის თავის შვილს, რომელიც გადაურჩა ქვანახშირის მაღაროს აფეთქებას თურქეთის ქალაქ მანისაში. 13 მაისი. (Bulent Kilic, AFP)

16 მაისს ჩეჩნეთის ქალაქ არღუნში ფოიერვერკით აღნიშნავენ ახალი მეჩეთის გახნას. მეჩეთს ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის დედის საპატივცემულოდ ჰაჯა აიმანი კადიროვას სახელობის მეჩეთი დაარქვეს. (RFE/RL)

ბოსნია-ჰერცოგოვინის ქალაქ ტოპჩიჩ-პოლიეში მტვირთავი მანქანა მოსახლოებას ევაკუირებაში ეხმარება. ერთ საუკუნეზე მეტია, მსგავსი დამანგრეველი წყალდიდობა რეგიონში არ მომხდარა. 

ფრედ გლოვერი, ყოფილი ბრიტანელი პარაშუტისტი უყურებს პარაშუტის დაფრენას ნორმანდიაში, საფრანგეთში მოკავშირეთა ჯარების გადასხმის 70-ე წლისთავის აღსანიშნავ ღონისძიებაზე. (Andy Rain, epa)

პაკისტანში თვითმფრინავები დგას კარაჩის საერთაშორისო აეროპორტის დაზიანებულ ნაწილთან ახლოს. 10 ივნისს თალიბანის მებრძოლებმა აეროპორტზე შეტევა განახორციელეს, რის შედეგადაც დაიღუპა დაახლოებით 27 ადამიანი. (Athar Hussain, Reuters)

სირიის ქალაქ ალეპოში ბიჭუნა აფეთქების კრატერში ხტება. აქტივისტების თქმით, აფეთქება სამთავრობო ძალების მიერ იყო მოწყობილი. 10 ივნისი. (Hosam Katan, Reuters)

ჭირისუფლები სრებრენიცის სასაფლაოზე პატივს მიაგებენ 1995 წელის 11 ივლისს ბოსნია-ჰერცოგოვინაში ბოსნიელი სერბების მიერ ათასობის მოკლული მუსლიმი ბიჭისა და კაცის ხსოვნას. (Midhat Poturovic, RFE/RL)

კაცი 17 ივლისს უკრაინაში ჩამოგდებული „მალაიზიის ავიახაზების“ თვითმფრინავის ნარჩენებში. ჩამოგდების შედეგად, თვითმფრინავში მყოფი 298 მგზავრიდან ყველა დაიღუპა. (Alexander Khudoteply, AFP)

მუსლიმები რამადანის აღსანიშნავად ლოცულობენ მეშედი დადაშის სახელობის მეჩეთში. ბაქო, აზერბაიჯანი. 21 ივლისი. (Abbas Atilay, RFE/RL)

ღაზის სექტორში ისრაელის ძალების შეტევის შედეგად განადგურებული შენობები დროებითი ცეცხლის შეწყვეტის დროს. 26 ივლისი. (Oliver Weiken, epa)

კიევის დამოუკიდებლობის მოედანზე მართლმადიდებელი მღვდელი საბურავს ისვრის აქტივისტებსა და ჯარისკაცებს შორის მომხდარი შეტაკებისას. 17 აგვისტო. (Sergei Supinsky, AFP)

კოსოვოს ქალაქ გიაკოვაში, შეჯიბრებაში მონაწილე მყვინთავი 22 მეტრის სიმაღლის ხიდიდან ხტება. 11 აგვისტო. (Armend Nimani, AFP)

იძულებით გადაადგილებული იეზიდები ერაყიდან სირიის საზღვრისკენ მიემართებიან მას შემდეგ, რაც თავი დააღწიეს დაჯგუფება „ისლამურ სახელმწიფოს“. 11 აგვისტო. (Rodi Said, Reuters)

მნახველები გაურბიან უზარმაზარ ქიანტანგის მდინარეზე, ჩინეთში. 11 აგვისტო. (Reuters)

ამერიკის ეროვნული გვარდიის ოფიცრები მდელოდან გადაჰყურებენ 21 აგვისტოს ქალაქ ფერგუსონში გამართულ დემონსტრაციას, სადაც მოქალაქეები აპროტესტებდნენ პოლიციის მიერ მაიკლ ბრაუნის, 18 წლის აფრო-ამერიკელის მკვლელობას. ძალადობრივი საპროტესტო აქციები გაიმართა აგვისტოში, ბრაუნის მკვლელობის შემდეგ და ნოემბერში, მას შემდეგ, რაც პოლიციელი დამნაშავედ არ ცნეს. (Larry W. Smith, epa)

მტვერი, შუშის ნამსხვრევები და დაზიანებული ნივთები ერთ-ერთ სამზარეულოში, უკაინის ქალაქ დონეცკში, სამთავრობო ძალებსა და სეპარატისტ მეამბოხეებს შორის მომხდარი შეტაკების შემდეგ. 26 აგვისტო. (Sergei Ilnitsky, epa)

ბელორუსიის სოფელ ოზერცოში, მინსკთან ახლოს, ზეიმობენ ტრადიციულ დღესასწაულს. 7 სექტემბერი. (Uladz Hrydzin, AFP)

რუსი კოსმონავტი, ოლეგ არტემიევი ყაზახეთში დაფრენისას რუსული „სოიუზის“ ფანჯრიდან იყურება. მანამდე, მან ექვსი თვე გაატარა საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე. 11 სექტემბერი. (Maxim Shipenkov, Reuters)

სერბიის სოფელ ტეკიჯის მცხოვრებნი წყალდიდობის შედეგად ტალახში ჩაფლულ მანქანასთან. 17 სექტემბერი. (Djordje Kojadinovic, Reuters)

21 სექტემბერს რუსეთის ქალაქ სტავროპოლშო ტრადიციულ სამოსში გამოწყობილი ქალები ცარიელ სურპერმარკეტის ურიეკბთან ცეკვავენ. უკრაინის გამო დასავლეთის მიერ დაწესებული სანქციების საპასუხოდ რუსეთმა აგვისტოში ბევრი უცხოური ნაწარმის იმპორტი აკრძალა. (Eduard Korniyenko, Reuters)

გურიაში ყოველწლიურად, აღდგომის დღესასწაულზე გამართული ლელობურთი - ე.წ „ღირსების“ შეჯიბრება, რომელშიც ზემო და ქვემო შუხუთის მცხოვრებნი მონაწილეობენ სხვა მოხალისეებთან ერთად. შეჯიბრების მთავარი მიზანია 16-კილოგრამიანი ბურთის რომელიმე სოფლის მხარეს გადატანა. (Giorgi Gogua, RFE/RL)

წარწერა ებოლის ვირუსის საფრთხეზე მიანიშნებს. ბანერი ლიბერიის დედაქალაქ მონროვიის ღარიბ დასახლებაში გააკრეს. დასავლეთ აფრიკის ქვეყნებიდან ებოლის ვირუსი ყველაზე მეტად ლიბერიას შეეხო. 25 სექტემბერი. (Ahmad Jallanzo, epa)

უზბეკი ეკატერინა ხილკო აზიის მე-17 ჩემპიონატზე ქალთა ტანვარჯიშში. 26 სექტემბერი. ინჩეონი, სამხრეთ კორეა. (Kim Hong-Ji, Reuters)

თურქეთის სოფელ მურსითპინარის მცხოვრებნი სირიის საზღვართან უყურებენ ქალაქ კობანის საჰაერო დაბომბვას. 22 ოქტომბერი. დაბომბვა განახორციელა ქურთების სამხედრო დაჯგუფება „ფეშმერგამ“, რომელიც განაგრძობს ბრძოლას დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ. (Bulent Kilic, AFP)

გოგონები სურათს იღებენ კარაჩის სანაპიროზე, პაკისტანში. 28 ოქტომბერი. (Akhtar Soomro, Reuters)

ჰონგ-კონგში დემონსტრანტები შლიან ქოლგებს ერთი თვის წინ დაწყებული მასობრივი საპროტესტო აქციების აღსანიშნავად. ქოლგები დემოკრატიის მომხრე მოძრაობის სიმბოლოს წარმოადგენს. (Damir Sagolj, Reuters)

9 ოქტომბერს აღმოსავლეთ უკრაინის სოფელ ვოლოდორსკში პრორუსულად განწყობილი მებრძოლი იცავს ერთ-ერთ საარჩევნო უბანს. 2 ნოემბერს მეამბოხეების მიერ კონტროლირებულ დონბასის რეგიონში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა. არჩევნები არ ცნეს კიევში და საზღვარგარეთ. (Stanislav Krasilnikov, TASS)

ავღანელი ბავშვები „სკოლაში“, ჯალალაბადის გარეუბანში. 5 ნოემბერი. (Parwiz, Reuters)

9 ნოემბერს ბერლინის კედლის დაცემის 25-ე წლისთავის აღსანიშნავად პატარა გოგონას ყვავილები მიაქვს კედლის მემორიალთან. (Fabrizio Bensch, Reuters)

15 ნოემბერს, ავსტრალიის ქალაქ ბრისბენში დიდი ოცეულის ქვეყნების ლიდერები სამიტის გახსნის ცერემონიას ესწრებიან. (Jason Reed, Reuters)

17 ნოემბერს, „ხავერდოვანი რევოლუციის“ წლისთავზე, ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში დემონსტრანტები წითელი ბარათებით ხელში გამოხატავენ პროტესტს პრეზიდენტ მილოშ ზემანის წინააღმდეგ. ზემანის მოწინააღმდეგები ირწმუნებიან, რომ იგი ცდილობს ურთიერთობა გააღვივოს რუსეთთან და თვალს ხუჭავს ადამიანის უფლებათა დარღვევებზე რუსეთში, ჩინეთსა და სხვა ქვეყნებში. (David W. Cerny, Reuters)

დახოცილი კამეჩები მსხვერპლშეწირვის ცერემონიაზე, ნეპალის ქალაქ ბარიაპურში. 28 ნოემბერი. ინდუისტური დღესასწაული, „გადიმაი მელა“ ხუთ წელიწადში ერთხელ ტარდება და მსოფლიოში ცხოველების დაკვლის ყველაზე ფართომასშტაბიან რიტუალს მოიცავს. (Navesh Chitrakar, Reuters)

მეხანძრეები ჩეჩნეთის დედაქალაქ გროზნოს ბაზარში ცეცხლის ჩაქრობას ცდილობენ. ცეცხლი 4 ნოემბერს მომხდარი ტერორისტული თავდასხმის შედეგად გაჩნდა. თავდასხმისას 14-მდე პოლიციელი და 10-მდე მეამბოხე დაიღუპა. (Kazbek Vakhayev, epa)

მათხოვარი ყაზახეთის დედაქალაქ ალმა-ატაში. 7 დეკემბერი. (Shamil Zhumatov, Reuters)

პაკისტანელი მალალა იუსუფზაი მეგობარ აქტივისტებთან ერთად, მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის მიღებამდე ცოტა ხნით ადრე. 9 დეკემბერი. ოსლო, ნორვეგია. ნობელის პრემია ასევე გადაეცა ბავშვთა უფლებების ინდოელ დამცველს, კაილაშ სატიარტის. (Odd Andersen, AFP)

17 დეკემბერს, ინდოეთის ქალაქ ამრიტსარში (Amritsar) ბავშვები სანთლებით ხელში ლოცულობენ პაკისტანში თალიბანის თავდასხმის შედეგად დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად. თავდასხმისას დაიღუპა დაახლოებით 141 ადამიანი, რომელთა შორის უმრავლესობა მოსწავლეები იყვნენ.