თალიბანი ქაბულში

თალიბანის მებრძოლი, რომელსაც ფეხზე სანდლები აცვია, საგუშაგოზე დგას. ამ დროს თალიბანის მაღალი თანამდებობის ფიგურამ, აბდულ ბაქი ჰაყანიმ, 29 აგვისტოს, ლოია ჯირგას სასახლეში, ქაბულში, მხოლოდ მამაკაცებისგან შემდგარ შეკრებას მიმართა თალიბანის პოლიტიკის შესახებ განათლების სფეროში.

ჰაყანიმ (ტრიბუნაზე) შეკრებაზე განაცხადა, რომ თუმცა ავღანელ ქალებს მიეცემათ უნივერსიტეტში სწავლის უფლება, მაგრამ თალიბანის მმართველობის ქვეშ აკრძალული იქნება შერეული კლასები.

ქალი ბურკით ქაბულის ქუჩაში 27 აგვისტოს

 

ერთმა ქაბულელმა ქალმა, რომელის რადიო თავისუფლებას დაშიფრული შეტყობინებით ესაუბრა, თქვა, რომ ავღანეთის დედაქალაქში გაურკვევლობაა იმის გამო, თუ როგორი იქნება თალიბანის მმართველობა. „თალიბანის წარმომადგენელი ამბობს, რომ ისინი შეიცვალნენ და რაღაც ეგეთები “, დაწერა ქალმა. „მაგრამ ჩვეულებრივ, თალიბანი ქუჩებში სულ სხვანაირია: უხეში და იარაღით დადიან“.


 

თალიბანის მებრძოლები თანამედროვე ბალისტიკური ჩაფხუტებით და ამერიკული წარმოების იარაღით ქაბულის საკონტროლო-გამშვებ პუნქტთან 29 აგვისტოს.


 

მიტოვებული ამერიკული ჯავშანტრანპორტიორი ქაბულში 29 აგვისტოს.

აშშ-ის ძალებმა მილიარდობით დოლარის სამხედრო აღჭურვილობა დატოვეს ავღანეთიდან ევაკუაციის შემდეგ - მისი დიდი ნაწილი ავღანეთის სახელმწიფო ჯარისთვის იყო განკუთვნილი. თანამედროვე შეიარაღება ახლა თალიბანის ხელშია.

 

 

საფრთხის მიუხედავად, ზოგიერთი სკოლა ისევ გაიხსნა. ქაბულის ერთ-ერთი საშუალო სკოლის ამ მოსწავლეებს და მათ მასწავლებელს  ფოტო 30 აგვისტოს გადაუღეს.

 

ეს სამხედრო თვითმფრინავი ქაბულის აეროპორტიდან აფრინდა 27 აგვისტოს. ქაბულში დარჩენილი ამერიკელი სამხედროების საბოლოო ევაკუაციის დასრულება 31 აგვისტოსთვის არის დაგეგმილი.

ხალხი ქაბულის ბანკის დახურულ ფილიალთან 28 აგვისტოს. მას შემდეგ, რაც თალიბანმა ხელისუფლება ჩაიგდო ქაბულში, ბევრი სამთავრობო შენობა, ბანკი, სკოლა და უნივერსიტეტი დახურული დარჩა. ფასების ზრდის ფონზე, ნაღდი ფულის მოპოვება სულ უფრო ძნელდება.

ბურკიანი ქალები ქაბულის ბაზარში საყიდლებზე, 28 აგვისტოს.

ბურკების გაყიდვა - რომლებიც სავალდებული იყო თალიბანის წინა რეჟიმისას - უკანასკნელ კვირებში მკვეთრად გაიზარდა.

ქვეყნის შიგნით იძულებით გადაადგილებული ავღანური ოჯახები კარვებში, ქაბულის პარკში, 18 აგვისტოს. თალიბანმა მშვიდობიან მოსახლეობას მოსთხოვა ყველანაირი სახელმწიფო ქონების, მათ შორის, იარაღის.გადაცემა

თალიბანის დროშების და შეიარაღებული  დაჯგუფების ლიდერების პლაკატების გამყიდველი ქაბულში, 27 აგვისტოს.
 
 

თალიბანის მებრძოლებმა ქაბულის ცენტრში გზა გადაკეტეს ამერიკაში წარმოებული „ჰამვით“ 28 აგვისტოს.

 

 


 

ყოველდღიური ცხოვრება ქაბულში

კაცი პურით სავსე ურიკით ქაბულის ბაზარში. გადაღებულია 28 აგვისტოს