ამერიკელები საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების მოლოდინში

აშშ-ის პრეზიდენტმა თეთრი სახლის აღმოსავლეთის დარბაზში წინასწარ შედეგებზე ილაპარაკა 4 ნოემბერს.
 

დემოკრატიული პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატმა, ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ოთხშაბათის, 4 ნოემბრის, დილას დელავერის შტატში, უილმინგტონში, მომხრეებს მიმართა.

მაიამიში, ფლორიდის შტატში, რესტორან ვერსაის წინ ტრამპის მომხრეები ზეიმობენ, 3 ნოემბერი.

დემოკრატიული პარტიის მომხრე მაიამიში, ფლორიდაში, სხვებთან ერთად ადევნებს თვალყურს არჩევნებს Mana Wynwood Convention Center-ში 3 ნოემბერს.

არჩევნების ღამეს, 3 ნოემბერს, ხალხი ფლორიდის შტატის კენჭისყრის შედეგებს უყურებს დიდ ეკრანზე ვაშინგტონში, თეთრი სახლის მახლობლად, „Black Lives Matter“-ის მოედანზე.

საარჩევნო უწყების თანამშრომლები არჩევნების დღეს ბიულეტენებს ითვლიან ფილადელფიაში, პენსილვანიაში.

4 ნოემბერს ვაშინგტონის Black Lives Matter-ის მოედანზე, თეთრი სახლის მახლობლად, საპროტესტოდ შეკრებილი კაცების ემოციური ჟესტიკულაცია.

შენონ ეინსტეინი (მარცხნივ) და ბიქა კარლსონი, ჯო ბაიდენისა და კამილა ჰარისის მომხრები, ვაშინგტონში, თეთრი სახლის მახლობლად, მეკფერსონის მოედანზე კენჭისყრის შედეგებს ადევნებენ თვალყურს დიდ ეკრანზე.

ვიეტნამური წარმოშობის ამერიკელების - დონალდ ტრამპის მომხრეების -თავყრილობა 3 ნოემბერს ტეხასში.

ფლორიდის შტატში, დორალში, კომისიის თანამშრომლები სკანირებას უკეთებენ და ახარისხებენ ბიულეტენებს, 3 ნოემბერი.

ატლანტაში, ჯორჯიის შტატში, Manuel's Tavern-ში შეკრებილები არჩევნების შედეგებს ერთად ადევნებენ თვალს.

დონალდ ტრამპის მომხრეები Fox News -ის საშუალებით საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს ეცნობიან ფლორიდაში, დასახლებულ პუნქტ ვილიჯისში, 3 ნოემბერს.

საპროტესტო აქციის მონაწილე პლაკატით აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის საწინააღმდეგო მსვლელობისას არჩევნების დღეს ნიუ-იორკში.

გრეიემში, ჩრდილოეთ კაროლინაში, ხმის უფლების მოპოვებისთვის დემონსტრაციაზე შეკრებილებს მომუშტული მარჯვენა აღუმართავთ. მათ წინ სასამართლოს შენობას იცავს კბილებამდე შეიარაღებული გუშაგი.

ხმის დამთვლელები ბიულეტენების დათვლისას კოლორადოს შტატის ქალაქ დენვერის საარჩევნო კომისიაში, 3 ნოემბერს.

არჩევნების ღამით მსვლელობის მონაწილეები მობილური ტელეფონების განათებით პორტლენდში, ორეგონის შტატში.

Times Square-ზე ნიუ-იორკში დადგმულ დიდ ეკრანზე ხალხი შეკრებილა და არჩევნების შედეგებს ეცნობა 4 ნოემბერს.

ხმის მიცემის შემდეგ ამერიკელი ამომრჩევლები კენჭისყრის შედეგების მოლოდინში არიან.