2015 წელი ფოტოებში

რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის ფოტო სამხრეთ რუსეთის ქალაქ დომბაიში. 2015 წლის 2 იანვარი. (Reuters/Eduard Korniyenko)

ხალხი ტოვებს ადგილს, სადაც თვითმკვლელმა ევროკავშირის საპოლიციო მისიის ავტომობილზე თავდასხმა განახორციელა ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში. 2015 წლის 5 იანვარი (epa/Jawad Jalali).

სირიელი ლტოლვილი გოგო სახელდახელოდ აგებული სახლის კარს უკან სოფელ კეტერმაიაში, ლიბანის დედაქალაქ ბეირუთის სამხრეთით. 2015 წლის 8 იანვარი. (Reuters/Ali Hashisho)

2015 წლის 11 იანვარს პარიზში ხალხი შეიკრიბა ტერორიზმის წინააღმდეგ მარშში მონაწილეობისთვის. ასიათასობით ადამიანი და 40-ზე მეტი მსოფლიო ლიდერი დაესწრო მარშს, რომლის მონაწილეებმა პატივი მიაგეს გაზეთ "შარლი ებდოს" თანამშრომლების წინააღმდეგ განხორციელებული ტერორისტული თავდასხმების 17 მსხვერპლს. (epa/Frederic Von Erichsen)

ადგილნაცვალი პირები ერაყის იეზიდური თემიდან პურის გამოცხობას ელოდებიან ადგილნაცვალ პირთა ბანაკში ქურთისტანის ქალაქ დოჰუკში 2015 წლის 14 იანვარს. იეზიდები გამოექცნენ ქურთების გასამხედროებულ ჯგუფ ფეშმერგასა და რადიკალურ ისლამურ დაჯგუფება "ისლამურ სახელმწიფოს" შორის ბრძოლებს ერაყის ჩრდილოეთში მდებარე ქალაქ სინჯარში. (AFP/Safin Hamed)

უკრაინაში, დონეცკის რაიონის ქალაქ დებალცევოში მდებარე საბავშვო ბაღი No 9 საარტილერიო იერიშის შემდეგ. 2015 წლის 22 იანვარი. (epa/Anastasia Vlasova)

ტრადიციულ სამოსში გამოწყობილი ზოროასტრიზმის მიმდევარი ახალგაზრდა ირანელები დღესასწაულზე, რომელსაც ირანულ ახალ წლამდე 50 დღით ადრე ზეიმობენ. ფოტო გადაღებულია თეირანის მახლობლად მდებარე მარკარის ბაღში. 2015 წლის 30 იანვარი. (epa/Abedin Taherkenareh)

მოხალისეთა ბატალიონ "აიდარის" წევრი საგზაო ნიშნის აბრის სასროლად ემზადება, როცა ცეცხლმქრობით აქრობენ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს წინ ცეცხლწაკიდებულ საბურავებს. 2015 წლის 2 თებერვალი. (epa/Roman Pilipey) 

ავღანელი ლტოლვილები პაკისტანის ქალაქ ფეშავარის ბაზარში პირდაპირ ეთერში ადევნებენ თვალს კრიკეტში მსოფლიო თასის გათამაშების მატჩს ავღანეთისა და ბანგლადეშის ნაკრებ გუნდებს შორის. 2015 წლის 18 თებერვალი. (AFP/A Majeed) 

ბორის ნემცოვის დაკრძალვის ცერემონია 2015 წლის 1 მარტს. ნემცოვი თებერვალში მოკლეს კრემლის მახლობლად. იგი 55 წლის იყო. (RFE/RL, Mikhail Sokolov)

შიიტი მებრძოლები რაკეტას ისვრიან "ისლამური სახელმწიფოს" წევრებთან შეტაკებებისას ერაყის ქალაქ ალ-ალამის გარეუბანში. 2015 წლის 8 მარტი. (Reuters/Thaier Al-Sudani)

ყაზახი მეცხვარეები დიდთოვლობისას ჩინეთის სინჯიანის ავტონომიურ რეგიონში. 2015 წლის 15 მარტი. (Reuters/China Daily)

ავღანელ აქტივის ქალებს მიაქვთ ავღანელი ქალის, ფარხუნდას კუბო. ფარხუნდა ჩაქოლეს და დაწვეს. (Reuters/Mohammad Ismail)

ქურთი ქალი თავის ბავშვთან ერთად სირიის ქალაქ კობანის ნანგრევებს შორის 2015 წლის 25 მარტს. "ისლამური სახელმწიფოს" ექვსთვიანი ალყის შემდეგ ქალაქი მარტში გაათავისუფლეს ქურთებისა და მოკავშირეთა ჯარებმა. (AFP/Yasin Asgul)

ხალხი გაუსაძლის მდგომარეობაში ცხოვრობს უკრაინის ქალაქ დებალცევოში. 2015 წლის 9 აპრილი. მინსკის საზავო შეთანხმების შემდეგ ცოტა ხნის შემდეგ დებალცევო აიღეს სეპარატისტებმა, რომელთაც რუსეთი უჭერს მხარს. (RFE/RL, Petr Shelomovskiy)

ბელგრადის "ზრვენა ზვეზდას" გულშემატკივრები მათი გუნდის ტრადიციულ მეტოქესთან, ბელგრადის "პრატიზანთან" მატჩისას სერბიის სუპერლიგის გათამაშებაზე. ბელგრადი, 2015 წლის 25 აპრილი. (Reuters/Mark Djurica)

თოკზე გამობმულ წყლის ბოთლებს გამოიყენებენ მიწისძვრის შედეგად დაშავებული გოგონასთვის ფეხების გასაჭიმად. სურათი გადაღებულია ნეპალის დედაქალაქ კატმანდუს საავადმყოფოში. 2015 წლის 29 აპრილი. (Reuters/Danish Siddiqui)

ბიჭი ტელევიზორების მაღაზიაში მინსკში. ტელევიზიაში გადაიცემა ბელორუსიის პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკოს ყოველწლიური მიმართვა ერისადმი. 2015 წლის 29 აპრილი. (AFP/Sergei Gapon) 

მას შემდეგ, რაც სირიის დედაქალაქ დამასკში იერიში განხორციელდა წითელი ნახევარმთვარის ბადრაგზე, ოთხი წლის ღაზალი (მარცხნივ) გარბის შვიდი წლის ჯუდისთან ერთად, რომელსაც რვა თვის სუჰაირი უჭირავს ხელში. 2015 წლის 6 მაისი. (Reuters//Bassam Khabieh)

ირანის "პერსეპოლისის" გულშემატკივრები საკუთარ საფეხბურთო გუნდს ამხნევებენ საუდის არაბეთის "ალ-ჰილალთან" ჩემპიონთა ლიგის მატჩზე, თეირანის "აზადის" სტადიონზე. 2015 წლის 19 მაისი. (AFP/Atta Kenare)

ანტილოპა საიგა და თავის ნუკრთან ერთად ძოვს მინდორში, რომელიც მკვდარი ანტილოპების ლეშითაა მოფენილი. ყაზახეთის კოსტანაის რეგიონი, 2015 წლის 20 მაისი. (Reuters)

ხალხი იკრიბება თურქმენეთის პრეზიდენტ გურბანგული ბერდიმუხამედოვისადმი მიძღვნილი მონუმენტის გახსნაზე თურქმენეთის დედაქალაქ აშხაბადში. 2015 წლის 25 მაისი. (Reuters/Marat Gurt)

გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი ესაუბრება აშშ-ის პრეზიდენტ ბარპაკ ობამას დიდი შვიდეულის სამიტის დროს. გერმანია, ელმაუ. 2015 წლის 8 ივნისი. (Reuters/Michael Kappeler)

ქურთების შეიარაღებული დაჯგუფება ფეშმერგას მებრძოლი ქალები "სელფის" იღებენ ქურთების ავტონომიური რეგიონის დედაქალაქ ირბილში. ქურთისტანში ბევრი ქურთი ქალი ჩაება ექსტრემისტული დაჯგუფება "ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ ბრძოლაში. (AFP/Safin Hamed) 

2015 წლის 10 ივნისი. ქალი და ბავშვი პოტოჩარის მემორიალთან, რომელიც ეძღვნება 1995 წელს სრებრენიცაში დახოცილთა ხსოვნას. ბოსნიის 1992-95 წლების ომში გაერომ სრებრენიცა მშვიდობიანი მოსახლეობისთვის უსაფრთხო ზონად გამოაცხადა. მაგრამ 1995 წლის 11 ივლისს ბოსნიელ სერბთა ჯარებმა აიღეს ქალაქი და მომდევნო რამდენიმე დღეში 8000-მდე მუსლიმი მამაკაცი და ბიჭი დახოცეს. (RFE/RL, Midhat Poturovic)

ინსტალაცია "შენზე ფიქრი" კოსოვოს დედაქალაქ პრიშტინაში 2015 წლის 12 ივნისს. ქალაქის მთავარ საფეხბურთო სტადიონზე ათასობით ქალის კაბა ეკიდა თოკებზე. ეს პროექტი ნაწილი იყო უფრო დიდი ინსტალაციისა, რომელიც მოაწყვეს კოსოვოში დაბადებულმა ბრიტანელმა ხელოვანმა ალკეტა ჯაფა-მრიპამ და პროექტის პროდიუსერმა ანა დი ლელიომ. აქცია მიეძღვნა სექსუალური ძალადობის მსხვერპლთ, რომლებიც კოსოვოს 1998-99 წლების ომს გადაურჩნენ. (epa/Valdrin Xhemaj)

თბილისის ზოოპარკის ტერიტორია გამანადგურებელი წყალდიდობის შემდეგ. 2015 წლის 15 ივნისი. (RFE/RL, Mzia Saganelidze)

მიგრანტები სერბიაში მიმავალი მატარებლის მოლოდინში მაკედონიის სადგურ დემი კაპიასთან, 2015 წლის 18 ივნისი. (epa/Nake Batev)
 

რუსი მარგარიტა მამუნი მხატვრულ ტანვარჯიშში პირველი ევროპული თამაშების ფინალური ასპარეზობის დროს. ბაქო, აზერბაიჯანი, 2015 წლის 19 ივნისი. (Reuters/Kai Pfaffenbach)

სომხეთის პოლიციის სპეცდანიშნულების რაზმი შლის დემონსტრანტებს, რომლებიც ერევანში ელექტრობაზე ფასების ზრდას აპროტესტებენ. 2015 წლის 23 ივნისი. (Photolure/Vahram Baghdasaryan)

უსაფრთხოების ძალები და სამაშველო რაზმები იკვლევენ ინდონეზიის კუთვნილ სამხედრო თვითმფრინავ ჰერკულეს C-130-ის ფრაგმენტებს მას შემდეგ, რაც სატრანსპორტო თვითმფრინავმა კატასტროფა განიცადა ინდონეზიის ქალაქ მედანში. 2015 წლის 30 ივნისი. (Reuters/Roni Bintang)

ირანელები ზეიმობენ მას შემდეგ, რაც თეირანმა ვენაში მსოფლიოს წამყვან სახელმწიფოებთან მიაღწია შეთანხმებას თავისი ბირთვული პროგრამის თაობაზე. 2015 წლის 14 ივლისი. (ISNA)

საპროტესტო აქციის ნიღბიანი მონაწილეები ცეცხლს უსხედან თურქეთის პოლიციის სპეცდანიშნულების რაზმებთან შეტაკებებისას სტამბოლში. 2015 წლის 26 ივლისი. (epa/Yunus Tosun)

პაკისტანის სამხედრო შვეულმფრენის ჩრდილი წყლის შუაგულში მომწყვდეული ხმელეთის მახლობლობად, სადაც სოფლის მცხოვრებლები ცდილობენ მოძებნონ მაღლობი ადგილი პენჯაბის პროვინციის რაჯანპურის რაიონში. 2015 წლის 6 აგვისტო. (AFP)

უზარმაზარ თვითმცლელთან მდგარი „მისის სამყარო 2015“-ის მონაწილე ფოტოს უღებს საკუთარ თავს მინსკთან ახლოს, ქალაქ ჟოდინოსთან მდებარე „ბელაზის“ ავტოქარხანასთან. 2015 წლის 26 აგვისტო. (AFP/Sergei Gapon)

NASA-ს მიერ გადაღებულ მარსის ფოტოზე მოჩანს შავი, 100 მეტრის სიგრძის ვიწრო ზოლი, რომელიც წყლის ახალი ნაკადის მიერ უნდა იყოს წარმოქმნილი. 2015 წლის 28 სექტემბერს რეაქტიული მოძრაობის ლაბორატორიისა და არიზონის უნივერსიტეტის მეცნიერებმა პირველად მოიპოვეს ფაქტები, რომელთა თანახმად, მარილიანი წყლის ნაკადი მარსის ზედაპირზე, შესაძლოა, პლანეტის გაზაფხულის სეზონის შედეგად იყოს წარმოქმნილი. (NASA)

ზღვაზე რეზინის მცურავი რგოლები მოჩანს მას შემდეგ, რაც მიგრანტები გადაჭედილი სამგზავრო ნავებიდან საბერძნეთის კუნძულ ლესბოსზე გადასხდნენ 2015 წლის 2 ოქტომბერს. საბერძნეთის სასაზღვრო დაცვის ინფორმაციით, მარტო აგვისტოში 100 ათასამდე ლტოლვილმა და მიგრანტმა მიაღწია საბერძნეთის კუნძულებს. (EPA/Filip Singer)
 

გოგონა სათამაშოთი ხელში იმ მიგრანტთა შორის, რომლებიც მირატოვაცთან მაკედონიის საზღვრის გადალახვის შემდეგ სერბიისაკენ მიემგზავრებიან. 2015 წლის 15 ოქტომბერი. (Reuters/Marko Djurica)

ქალი ტყვიებით დაცხრილულ სახლში თურქეთის ძირითადად ქურთებით დასახლებულ ქალაქ დიარბაქირის სურის რაიონში 2015 წლის 30 ოქტომბერს. ამ არეალში თურქეთის უსაფრთხოების ძალები ხშირად აწარმოებენ ბრძოლებს ქურთ მეამბოხეებთან. (epa/Sedat Suna)

ყვავილები და სანთლები დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად ეგვიპტეში კატასტროფის შედეგად ჩამოვარდნილი რუსული სამგზავრო თვითმფრინავის, „ეარბას A321”-ის მგზავრთა სურათების გვერდით. 2015 წლის 3 ნოემბერი. (epa/Anatoly Maltsev)

ერაყის ქალაქ ირბილში სირიის კათოლიკურ ტაძარში შეკრებილი ერაყელი ქრისტიანები, რომლებიც „ისლამური სახელმწიფოს“ ექსტრემისტების მხრიდან ქალაქ მოსულზე კონტროლის დამყარების შემდეგ ძალადობას გაექცნენ. 2015 წლის 8 ნოემბერი. (AFP/Safin Hamed)

ეიფელის კოშკთან, ტროკადეროზე შეკრებილი ხალხი წუთიერი დუმილით მიაგებს პატივს 13 ნოემბერს პარიზში მომხდარი თავდასხმების მსხვერპლთა ხსოვნას. ფოტო გადაღებულია 2015 წლის 16 ნოემბერს. (Reuters/Philippe Wojazer)  

2015 წლის 17 ნოემბერი. პრაღის ხავერდოვანი რევოლუციის 29-ე წლისთავისადმი მიძღვნილ მსვლელობაში მონაწილე ხალხს ხელთ უპყრია რუსეთის პრეზიდენტ პუტინისა და ტანკების სურათები. ჩეხეთსა და სლოვაკეთში დაწყებული საპროტესტო გამოსვლების ტალღამ 1989 წელს საბოლოო ჯამში დაამხო მოსკოვის მომხრე ჩეხოსლოვაკიის კომუნისტური რეჟიმი. (epa/Filip Singer)

კოსოვოს ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის მხარდამჭერი ცრემლმდენ გაზს გაურბის ძალადობრივი საპროტესტო გამოსვლებისას კოსოვოს დედაქალაქ პრიშტინაში 2015 წლის 18 ნოემბერს. აქციები გაიმართა ოპოზიციონერი პოლიტიკოსის დაპატიმრების გასაპროტესტებლად. (epa/Valdrin Xhemaj)

სატვირთო ავტომანქანების მძღოლები თვალს ადევნებენ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის ყოველწლიურ მიმართვას ერისადმი 2015 წლის 3 დეკემბერს. რუსეთის მთავრობამ განარისხა სატვირთო მანქანების მძღოლები, როცა მან 15 ნომებრიდან მძიმე სატვირთო მანქანებს ყოველ განვლილ კილომეტრზე 1,5 რუბლი ($0,02) გადასახადი დაუწესა. (TASS/Vladimir Smirnov)

ფოტოგრაფები სურათებს უღებენ "სოიუზ TMA-19M" კოსმოსურ რაკეტას, რომელსაც ბრიტანელი ტიმოთი პიკი, რუსი იური მალენჩენკო და ამერიკელი ტიმოთი კოპრა მიჰყავს კოსმოსში. რაკეტამ ყაზახეთში მდებარე კოსმოდრომ ბაიკონურიდან აიღო სტარტი 2015 წლის 15 დეკემბერს. (Reuters/Shamil Zhumatov)

ნასრა ზები მისი დაღუპული ვაჟის ოთახში მისი ნივთების გარემოცვაში 2015 წლის 14 დეკემბერს. ჰაზან ზები ერთ-ერთი იყო არმიის საჯარო სკოლის იმ 132 მოსწავლეს შორის, რომლებიც თალიბებმა მოკლეს პაკისტანის ქალაქ ფეშავარში. 2014 წლის 16 დეკემბერი. (epa/Arshad Arbab)