დღის ფოტოები: ივლისი, 2016 წ.

ერთი ეპიზოდი მოსკოვის მახლობლად მდებარე ალაბინოს სამხედრო პოლიგონზე გამართული არმიის საერთაშორისო თამაშებიდან. 31 ივლისს გადაღებულ ამ სურათზე ხედავთ სატანკო ბიატლონის შეჯიბრების ერთ-ერთ მონაწილეს.

ბელორუსიის ბრესტის ოლქის სოფელ გოროდნაიაში გამართული კერამიკოსთა პლენერის ერთ-ერთი მონაწილე (31 ივლისი).

რუსეთის შორეული აღმოსავლეთის ქალაქ ვლადივოსტოკში წყალქვეშა ნავი ემზადება სამხედრო-საზღვაო ძალების დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად. მზადებას "თვალყურს ადევნებენ" თოლიები (30 ივლისი).

ავღანელი ლტოლვილები პაკისტანის ქალაქ ფეშავართან, გაეროს რეპატრიაციის ცენტრში. სურათი გადაღებულია 28 ივლისს.

რუსეთის ოლიმპიური ნაკრების წევრები ელიან კურთხევას რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურისგან, პატრიარქ კირილესგან (სურათი გადაღებულია მოსკოვის კრემლში, 27 ივლისს).

მოტოციკლის საბურავით მოთამაშე ავღანელი ბავშვები ჯალალაბადის შემოგარენში. სურათი გადაღებულია 27 ივლისს.

რუსეთის ოლიმპიური კეპი რიო-დე-ჟანეიროს პეპეს პლაჟზე. 24 ივლისს საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა გადაწყვიტა, რუსეთის დელეგაციას არ აუკრძალოს ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობა. სურათი გადაღებულია 26 ივლისს.

ტყის ხანძარი საბერძნეთის კუნძულ ქიოსზე, სოფელ ლითისთან. სურათი გადაღებულია 25 ივლისს.

პატარა ინდოელი გოგონა აგროვებს შეშას წყალდიდობით დაზარალებულ რაიონში. სურათი გადაღებულია 25 ივლისს ასამის შტატის მორიგაონის ოლქში.

ჩამავალი მზე რუსეთის კრასნოიარსკის მხარეში. ტაიგაში ტყის ხანძრები მძვინვარებს. სურათი გადაღებულია 23 ივლისს.

აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატი დონალდ ტრამპი რესპუბლიკური პარტიის ყრილობაზე გამოსვლისას (კლივლენდი, ოჰაიოს შტატი, 21 ივლისი).

"ტურ დე ფრანსის" მრავალდღიანი ველორბოლის მონაწილეები მე-16 ეტაპის ერთ-ერთ მონაკვეთზე (მუარან-ან-მონტანიდან ბერნამდე).

ჩინეთში, პროვინცია იუნანში, ხალხი წყალდიდობას აკვირდება მდინარე ჯინშაზე. (ფოტო: Reuters)

ქალები ბრინჯს თესავენ პაკისტანში, ლაჰორის მახლობლად. (ფოტო: Reuters)

ტანკი, რომელზეც სამოქალაქო პირები სხედან, მანქანებს უვლის სტამბოლში. თურქეთის ხელისუფლების ცნობით, რამდენიმე ათასმა სამხედრომ გადატრიალების მოწყობა სცადა, მაგრამ ამბოხება ჩახშობილია. (ფოტო: epa)

მგლოვიარე ხალხი ნიცაში, სადაც 14 ივლისს, ბასტილიის დაცემის წლისთავის აღნიშვნისას, მძღოლმა ხალხში შეაგდო სატვირთო მანქანა და ათეულობით ადამიანი მოკლა. (ფოტო: epa)

კანადის ალბერტას პროვინციის დედაქალაქ კალგარიში ყოველწლიურად იმართება ფესტივალი "კალგარი სტამპიდი". ჯაჭვებიანი კარუსელი ფესტივალის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული გასართობია.

ჩრდილოეთ ესპანეთის ქალაქ პამპლონაში, 14 ივლისს გამართული ტრადიციული ყოველწლიური ფესტივალის, "სან ფერმინის" ერთი ეპიზოდი.

ავღანელი მამაკაცი ხორბლის მოსავლის აღებისას ქაბულის მახლობლად. (ფოტო: Reuters)

დიდი ბრიტანეთის შინაგან საქმეთა მინისტრი თერეზა მეი დაუნინგ სტრიტ 10-ს ტოვებს მას შემდეგ, რაც დაესწრო კაბინეტის სხდომას, რომელსაც უკანასკნელად ხელმძღვანელობდა პრემიერ-მინისტრი დევიდ კამერონი. (ფოტო: epa)

სირიელი ბიჭი საველე ჰოსპიტალში, სირიის სამთავრობო ჯარების მიერ დედაქალაქ დამასკის მახლობლად მდებარე არეალის დაბომბვის შემდეგ. (ფოტო: epa)

აშშ-ის ქალაქ ბატონ რუჟში პოლიცია აკავებს დემონსტრანტს, რომელიც ოლტონ სტერლინგის მოკვლას აპროტესტებდა. (ფოტო: Reuters)

რუსეთის ჭაობის ფეხბურთის თასის გათამაშება სანკტ-პეტერბრუგის მახლობლად. (ფოტო: AFP)

ფოტოგრაფები სურათებს იღებენ რუსული კოსმოსური ხომალდი "სოიუზის" სტარტისას ბაიკონურის კოსმოდრომზე. (ფოტო: epa)

პაკისტანელი ბავშვები ფეშავარში საქანელაზე ქანაობენ. (ფოტო: epa)

ბიჭი ჯებირის ქვეშ დგას ინდოეთის ქალაქ ბომბეიში, პოვაის ტბაზე. (ფოტო: Reuters)

ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში წმიდა რამადანის თვის დასრულების შემდეგ ეიდ ალ-ფიტრის დღესასწაულისთვის ტკბილეულს აცხობენ პატარა ტრადიციულ საცხობში. (ფოტო: Reuters)

ინდოეთში მუშა აშრობს წვრილ ვერმიშელს, რომელიც ტრადიციული ტკბილი კერძის დასამზადებლად გამოიყენება (ფოტო: AFP)

ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში პოლიცია აკავებს რუსეთის მომხრეთა და მოწინააღმდეგეთა შეტაკების მონაწილე მამაკაცს. (ფოტო: Reuters)

ინდოეთის მთავრობის წინააღმდეგ მიმართული საპროტესტო აქციის მონაწილე ჯოხს ესვრის პოლიციას ქალაქ სრინაგარის ცენტრში. (ფოტო: epa)

 

ბრძოლაში დაღუპული უკრაინელი საოპერო მომღერლის, ვასილ სლიპაკის პანაშვიდი ლვოვში, წმ. პეტრესა და პავლეს ტაძარში (ფოტო: AFP)