დღის ფოტოები: ნოემბერი, 2016 წ.

რვა წლის ავღანელი გოგონა შაზია ბამბის პლანტაციაში მუშაობს მაზარი-ე შარიფში. 

ბელორუსიაში, მინსკის მახლობლად, საპატიო ყარაული ესწრება რუსეთისგან შეძენილი სამხედრო ვერტმფრენების გადაცემის ცერემონიას.

თურქმენეთში ხალხი ესწრება ავღანეთთან დამაკავშირებელი სარკინიგზო ხაზის გახსნის ცერემონიას.

მაშველთა ჯგუფი კოლუმბიის ჯუნგლებში ჩამოვარდნილი თვითმფრინავის ნამსხვრევებთან. თვითმფრინავით მგზავრობდა ბრაზილიის საფეხბურთო გუნდი "ჩაპეკოენსე". ავიაკატასტროფის შედეად 76 ადამიანი დაიღუპა.

ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩონ უნი ბავშვების გარემოცვაში. 

ბიჭს თავისი დის ურიკა მიაქვს მას შემდეგ, რაც მისი სახლი ხანძარს ემსხვერპლა ინდოეთის ქალაქ ჯამუში. 

აშშ-ის პრეზიდენტმა ობამამ მადლიერების ეროვნულ დღესასწაულზე ინდაური შეიწყალა. 

სტალინის როლის განმასახიერებელი მოსკოვის ცენტრში. 

პაკისტანელი შიიტები აშურის დღესასწაულზე ქალაქ ლაჰორში. 

ხალხი მისდევს მანქანას, რომელიც ჰუმანიტარულ ტვირთს ანაწილებს მოსულის გარეუბანში. 

"დედ მოროზად" და "სნეგუროჩკად" გადაცმული აფროსნები რუსეთის მდინარე ენისეიზე. 

დაშავებული ბიჭი და მამაკაცი სირიის ქალაქ ალეპოს აღმოსავლეთ ნაწილში, რომელიც მეამბოხეთა ხელშია. 

ნათესავები და მეგობრები აკვირდებიან, როგორც ცდილობენ მაშველები სპილენძის მაღაროში მომწყვდეული მუშების გადარჩენას თურქეთის ქალაქ სიირთის სამხრეთით. 

ზამთარში ცურვის მოყვარულები მდინარე ენისეის ნაპირზე, ციმბირის ქალაქ დივნოგორსკში. ჰაერის ტემპერატურა -30 გრადუსია.

ნიღბებში გამოწყობილი ხალხი ხავეროდვანი რევოლუციის 27-ე წლისთავს აღნიშნავს პრაღაში, კარლის ხიდზე. 

ერაყის ქალაქ მოსულისთვის ბრძოლებს გამოქცეული ადგილნაცვალი პირები. 

ბილბორდი ჩერნოგორიის ქალაქ დანილოვგრადში. 

შემოდგომის კახეთი. ხედი ბოდბის წმ. ნინოს სახელობის მონასტრიდან.

აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა ათენში, აკროპოლისზე, საბერძნეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელთან, ელენი ბანუსთან ერთად.

ე.წ. "სუპერთვარე" ირანის ისტორიული ქალაქის, პერსეპოლისის თავზე.

ბავშვი წითელი ბუშტით სირიის ქალაქ დუმაში, რომელიც მეამბოხეთა ხელშია. 

ხალხი ფოტოებს უღებს ლამპიონებს პარიზში, ტერორისტული თავდასხმების მსხვერპლისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე.