ამერიკელები პრეზიდენტს ირჩევენ

ამომრჩეველი მიემართება ხმის მისაცემად ოჰაიოს შტატის ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე.

ათი რეგისტრირებული ამომრჩეველი ემზადება ხმის მისაცემად ნიუ ჰემპშირის შტატის პატარა სოფელ დიქსვილ ნოჩში.

დონა კეი ერვინი აქვეყნებს კენჭისყრის შედეგებს მას შემდეგ, რაც დიქსვილ ნოჩის ათმა რეგისტრირებულმა მცხოვრებმა თავიანთი ხმები მისცეს სასურველ კანდიდატებს.

პაინვილი, ჩრდილოეთი კაროლინა. ამომრჩევლების რიგი ადგილობრივ მეთოდისტურ ეკლესიასთან, სადაც საარჩევნო უბანია მოწყობილი.

ვენა, ვირჯინიის შტატი. საარჩევნო უბანი მოწყობილია ისტორიულ შენობაში, ე.წ. "ჰანტერ ჰაუსში".

პაინვილი, ჩრდილოეთი კაროლინა. საარჩევნო უბნის თანამშრომელი ამზადებს სტიკერებს წარწერით: "მე კენჭი ვუყარე".

ტოლედო, ოჰაიოს შტატი. საარჩევნო უბანი ადგილობრივ ბიბლიოთეკაში.

სამხრეთი ფილადელფია, პენსილვანიის შტატი. ამომრჩეველი მიემართება ხმის მისაცემად. იატაკზე ბარაკ ობამას მხარდამჭერი წარწერაა გაკეთებული.

ალექსანდრია, ვირჯინიის შტატი. საარჩევნო უბარი ერთ-ერთ ადგილობრივ სკოლაში.

მანასასი, ვირჯინიის შტატი. ამომრჩევლები მიეშურებიან ადგილობრივ სკოლაში მოწყობილი საარჩევნო უბნისკენ.

სენტ-პიტერსბურგი, ფლორიდის შტატი. ამომრჩეველთა რიგი ერთ-ერთ საარჩევნო უბანთან.

გრინვილი, დელავერის შტატი. საარჩევნო კაბინიდან გამოდის ვიცე-პრეზიდენტი ჯო ბაიდენი, რომელმაც ეს-ეს არის ხმა მისცა თავის კანდიდატს.

გრიგალ "სენდის" გამო ზოგ ნიუორკელს ხმის მიცემა ასეთ იმპროვიზებულ საარჩევნო უბნებზე უხდება.

გრიგალ "სენდის" გამო ზოგ ნიუორკელს ხმის მიცემა ასეთ იმპროვიზებულ საარჩევნო უბნებზე უხდება (სურათი გადაღებულია ქუინსის უბანში).