აქცია გაბრიელის მხარდასაჭერად

Your browser doesn’t support HTML5

2 ოქტომბერს თბილისში გაიმართა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისა და მათი ახლობლების აქცია, რომლის მონაწილეებმა პროტესტი გამოთქვეს ახლახან მომხდარი შემთხვევის გამო, როცა ერთ-ერთ საბავშვო ბაღში დაშავდა აუტისტი მოზარდი. აქციის მონაწილეთა აზრით, ეს იყო წინასწარ განზრახული ქმედება, რომლის შედეგადაც ბავშვის მშობელი იძულებული უნდა გამხდარიყო, შვილი ბაღიდან გაეყვანა. აქციის მონაწილეები საზოგადოებას მეტი შემწყნარებლობისკენ მოუწოდებენ.