პანკები და გოთები საქართველოში

ბელა და სანდრო "მენსონი". ამ წყვილის იმიჯზე??? ამერიკელმა მუსიკოსმა მერილინ მენსონმა მოახდინა გავლენა.

Белла и Сандро "Мэнсон". На образ этой пары повлиял американский музыкант Мэрилин Мэнсон

სანდრო მაკიაჟის გაკეთებისას.

ქართული ალტერნატიული პანკჯგუფის, "დაგდაგანის" წამყვანი ვოკალისტი ცოტნე გორგოშიძე. ბევრი ქართული როკჯგუფისგან განსხვავებით "დაგდაგანის" კონცერტებზე ბევრი მსმენელი გროვდება ღამის კლუბებში. 

თეა სანებლიძე 33 წლისაა. იგი უნიკალური ჯგუფი Lilla Land-ის ვოკალისტია. ჯგუფი სიმღერებს გერმანულად ასრულებს საოპერო ჟღერადობის ელემენტებით. მისი პირველი კომპაქტ დისკი "Fledermaus" ("ღამურა") 2012 წელს გამოვიდა. გერმანიაში კარგად მონახულებულ კონცერნტებზე დასწრების შემდეგ თეა ჩივის, რომ თბილისში გოთების რიცხვი მცირეა. მისი თქმით, ქვეყანაში ხუთიც არ იქნება იმ ადამიანების რიცხვი, ვინც ყოველდღიურად მისდევს ცხოვრების ამ სტილს. 

თბილისში რამდენიმე ბარი რეგულარულად მასპინძლობს პანკჯგუფებს. განსაკუთრებით ხალხმრავლობაა ხოლმე Basement Bar-ში, რომელიც თავისუფლების მოედნის მახლობლად მდებარეობს. პანკკულტურა სიახლე არაა საქართველოში, მაგრამ მას შემდეგ, რაც ჩრდილში მოექცა, ეს ჟანრი კვლავ უფრო უფრო შესამჩნევი ხდება. 

პანკჯგუფ "თეთრი ბილეთის" წევრი ლევან შალიკაშვილი (მარცხნივ) და პოპ-პანჯგუფ DuckTape-ის წევრი გიო ხარაზაშვილი ერთ-ერთი კონცერტისას Basement Bar-ში.

15 წლის ანიკა ჯორიაძემ პანკმუსიკა შარშან აღმოაჩინა. "პანკი არის კულტურა, რომელიც მომწონს", ამბობს იგი. "ცოტაა ხალხი, ვინც ამ მუსიკას უსმენს, მაგრამ ამ ლექსებსა და სიმღერებში საკუთარ თავს ვპროულობ. მათში არის ენერგია, რიტმი."

ანიკა ჯორიაძე კონცერტზე Basement Bar-ში. მართალია, პანკმუსიკის შემსრულებლები მცირე დარბაზებში გამოდიან, მაგრამ ისინი ყოველთვის სავსეა ხალხით. ასეთ კონცერტებზე მრავალი მოზარდი იკრიბება. 

რუსულ-ქართული პანკჯგუფი "კატალინა" გამოდის ძველ თბილისში მდებარე ბარ "ვალჰალაში". ჯგუფის სოლისტი მარია პრონჩენკო ამბობს, რომ მათი მთავარი ამოცანაა, ახალგაზრდები მიეჩვიონ, თავად მიიღონ გადაწყვეტილებები და დამოუკიდებლად იაზროვნონ. 

"აკეთე ის, რაც სწორად მიგაჩნია", ამბობს პრონჩენკო. "ნუ შეჰყურებ მთავრობას ან ტრადიციებს."

პრონჩენკოს თქმით, "კატალინას" სიმღერების ტექსტებში ისეთ პრობლემებზეა ლაპარაკი, როგორებიცაა სექსიზმი, მილიტარიზმი, მომხმარებლობა, რელიგია და ცხოველთა უფლებებისთვის ბრძოლა. ის სამი წლის წინ ჩავიდა მოსკოვიდან თბილისში თავის მეგობარ ბიჭთან ერთად.