ჟურნალების გარეკანები და დასავლეთის დამოკიდებულება პუტინის რუსეთისადმი

"ეკონომისტის" ფოკუსში მოექცა "მზარდ პრობლემებში" ჩაფლული სახელმწიფო მაშინ, როცა პუტინი ცდილობს, ოლიმპიურ თამაშებზე აყვავებული ქვეყანა წარმოაჩინოს.

"ნიუ იორკერის" გარეკანზე მოთავსებული ამ ნამუშევრის ავტორია ბერი ბლიტი. დასავლეთის რამდენიმე ქვეყანამ უარი თქვა სოჭში მაღალი რანგის სამთავრობო დელეგაციების გაგზავნაზე. აშშ-ის სპორტულ დელეგაციაში შედის სამი ათლეტი, რომლებიც არ მალავენ თავიანთ ჰომოსექსუალობას - დელეგაციაში მათი ჩართვა მიჩნეულია ჟესტად რუსეთში ჰომოსექსუალთა საწინააღმდეგო კანონების გასაპროტესტებლად.

"ნიუსუიკის" გარეკანზე განსხვავებული კუთხით არის წამოჭრილი ჰომოსექსუალთა უფლებების საკითხი. ჟურნალი გვთავაზობს რეპორტაჟს ფიგურულ მოციგურავეთა შორის გავრცელებული სტერეოტიპებისა და ჰომოფობიის შესახებ. მაშინ, როცა წინა ორ გარეკანზე გამოსჭვივის რუსეთში ჰომოსექსუალთა საწინააღმდეგო კანონების მიმართ სარკაზმი - პუტინის გამოსახვით ფიგურული მოციგურავის კოსტიუმში.

"ტაიმის" ბოლო ნომრის მთავარი სტატია, რომლის ავტორიცაა საიმონ შუსტერი, ეხება რუსეთის ძალისხმევას, ტერორისტული თავდასხმების თავიდან ასაცილებლად სოჭს "ფოლადის სარტყელი" შემოარტყას.

ჯულია იოფეს აზრით, მართალია, ორი წლის წინ რუსეთში დიდი წარმატება არ მოჰყოლია ოპოზიციის საპროტესტო გამოსვლებს, პუტინის ქვეყანა "დაშლის პირასაა".

"ბლუმბერგ ბიზნესუიკის" ამ ნომრის მთავარი სტატიისათვის, რომლის ავტორიცაა ჯოშუა იაფა და რომელიც ეხება კორუფციას ზამთრის ოლიმპიური თამაშებისათვის მზადებისას, არჩევანი შეაჩერეს დათვზე - მას, როგორც ცნობილია, ხშირად გამოსახავენ რუსეთის სიმბოლოდ. ჟურნალი განმარტავს, რომ გარეკანის გასაფორმებლად დანარჩენმა იდეებმა ვერ გაამართლა.

გარეკანზე ვკითხულობთ წარწერას: "სხეულის დიქტატურა". თავისი კარიერის მანძილზე პუტინი არაერთხელ გადაუღიათ წელზემოთ შიშველი. მედია ყოველ ღონეს ხმარობს მისთვის ულტრამამაკაცური იმიჯის შესაქმნელად.