რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი სირიაში მიმდინარე საჰაერო შეტევებს კვლავ დადებითად აფასებს და აცხადებს, რომ სირიის სამთავრობო ჯარები აჯანყებულების წინააღმდეგ მნიშვნელოვნად დაწინაურდნენ. 11 ოქტომბრის მონაცემებით, დამასკი იმარჯვებს ჩრდილო-დასავლეთ პროვინცია იდლიბსა და მეზობელ პროვინცია ჰამში.
რუსეთის განცხადებით, საავიაციო სამსახურმა პროვინციებში - იდლიბი, ჰამა და ლატაკია - 60-ზე მეტი სამხედრო ოპერაცია შეასრულა გასული 24 საათის განმავლობაში. საბრძოლო მოქმედებების მთავრი სამიზნე კვლავ რადიკალ-ისლამისტების დაჯგუფება იყო.
როგორც პუტინმა ინტერვიუში განაცხადა, რუსეთის მიზანი არის ლეგიტიმური მთავრობის, სირიის პრეზიდენტ ბაშარ ალ-საადის მმართველობის სტაბილიზაცია და რეგიონში პოლიტიკური შეთანხმებებისთვის საჭირო ფონის შექმნა. პუტინმა ასევე უარყო, რომ საჰაერო შეტევებმა დააზიანა მოკავშირე ოპოზიციური ჯგუფები. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა შეცდომად შეაფასა რუსეთის მიერ ასადის მხარდაჭერა.