რადიოჟურნალი - 1102-ე გამოშვება

ვარძია

ამ კვირაში საქართველოს ესტუმრნენ ვარძიის კონსერვაციის საერთაშორისო პროექტის მესვეურები - გიამბობთ მიმდინარე საკონსერვაციო სამუშაოებზე; კულტურული მემკვიდრეობის თემას გავაგრძელებთ - ამჯერად უცხოეთს მივაშურებთ, ტრაგიკულ მოვლენებზე მოგვიწევს საუბარი. გიამბობთ სირიელ მეცნიერზე, ხალიდ ალ-ასადზე, რომელმაც არ გასცა თავისი ქალაქის, პალმირის საგანძურის ადგილსამყოფელი და ამის გამო მას თავი მოჰკვეთეს ექსტრემისტული ჯგუფის, "ისლამური სახელმწიფოს" წევრებმა; მოისმენთ სიუჟეტს ელექტრონული წიგნების ბაზრის განვითარებაზე მსოფლიოსა და საქართველოში; გიამბობთ დაახლოებით ერთი კვირის წინ ინტერნეტით გავრცელებულ კითხვარზე, რომელიც სექსუალობის საკითხებს ეხება; რუსეთიდან ლამის ყოველ კვირას ვრცელდება ცნობები ახალ-ახალი აკრძალვების შესახებ - იქნება ეს კალიფორნიული ღვინო, ფრანგული ხორცი, სარეცხის ფხვნილი ევროპიდან, თუ სხვა. როგორ ეხმაურება ამას რუსეთში სოციალური მედია და რა შეიძლება იყოს შემდეგი?

Your browser doesn’t support HTML5

მეათე სტუდია