რადიოჟურნალი – 1002-ე გამოშვება

„ვეფხისტყაოსნის“ ინგლისური და ფრანგული თარგმანები

მეათე სტუდიაში დღეს გესაუბრებით „ვეფხისტყაოსნის“ ინგლისური და ფრანგული თარგმანების ახალ გამოცემებზე; მოისმენთ ინტერვიუს Human Rights Watch-ის სექსუალური უმცირესობების დაცვის პროგრამის დირექტორთან, ჰოლანდიელ უფლებადამცველთან; გიამბობთ ქართულ-რუსულ მხატვრულ ფილმზე, რომლის პრემიერა ჯერ კიდევ გასულ წელს გაიმართა რუსეთის კინოთეატრებში; ბოლოს კი მოისმენთ ინტერვიუს ჯოან ბაეზთან - ამერიკელ მომღერალსა და ვეტერან უფლებადამცველთან, რომელიც პრაღას სტუმრობდა.