რაულ ჩილაჩავა: საქართველო არის „დაბალი ღობე“, რომელსაც შეიძლება გადააბიჯო

რაულ ჩილაჩავა

რამდენიმე დღეში 100 დღე შესრულდება საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის, უკრაინის ოდესის ოლქის გუბერნატორად დანიშვნიდან. უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ 30 მაისს „უკრაინის დიდი მეგობარი“ უწოდა, ქვეყნის მოქალაქეობა მიანიჭა და ოდესის ოლქის ხელმძღვანელად დანიშნა მიხეილ სააკაშვილი, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, რომელიც მანამდე საქართველოს პროკურატურამ ბრალდებულად ცნო რამდენიმე სისხლის სამართლის, მათ შორის, სანდრო გირგვლიანის სიკვდილისა და დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემის საქმეზე.

Your browser doesn’t support HTML5

დაბრკოლების ზოლი

თავდაპირველად საქართველოს ხელისუფლებამ ვერ გაბედა პროტესტი გამოეხატა პარტნიორი ქვეყნის პრეზიდენტის მიერ განხორციელებული ამ სადავოდქცეული საკადრო დანიშვნის გამო, თუმცა მას შემდეგ, რაც მიხეილ სააკაშვილი ოდესის ოლქის გუბერნატორის პოსტზეც არ წყვეტს საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების მწვავე კრიტიკას, თბილისმა დუმილი დაარღვია და უკრაინის ხელისუფლებას ოდესის ოლქის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის გამონათქვამებზე პასუხი მოსთხოვა.

მიხეილ სააკაშვილი

ჩვენ შევეცდებით გავარკვიოთ, თუ როგორ წარმოაჩინა თავი ახალ ამპლუაში100-დღიანი მოღვაწეობის განმავლობაში მიხეილ სააკაშვილმა და როგორ აისახება საქართველო-უკრაინის სახელმწიფოებრივ ურთიერთობებზე ოდესის ოლქის მეთაურის ისეთი მწვავე შეფასებები, როგორიც 15 ივლისს ტელეკომპანია „ბიბისის“ გადაცემა „ჰარდ-თოკში“ გამოთქვა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა: „სხვადასხვანაირი მთავრობები არსებობენ: ზოგიერთი მთავრობა ამბიციურია, ზოგი შურისმაძიებელი და რევანშისტი, არსებობს კიდევ სამარცხვინო, როგორიც დღევანდელი საქართველოს ხელისუფლებაა“.

უკრაინიდან ჩვენს შეკითხვებს უპასუხებს 2005-2010 წლებში უკრაინის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ლატვიაში, ცნობილი მწერალი და მთარგმნელი რაულ ჩილაჩავა.