ბრძოლა „მაჟორიტარობისათვის“

რუსთავი

1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში მძაფრ კონკურენციას ელიან როგორც პარტიებს, ასევე მაჟორიტარი დეპუტატობის მანდატების მაძიებელთა შორის. მოქმედი კონსტიტუციით, 150 კაციან პარლამენტში 77 დეპუტატი პროპორციული წესით, ხოლო 73 კი მაჟორიტარული წესით აირჩევა. ცხადია, მაჟორიტარულ არჩევნებშიც მთავარი მოთამაშეები მმართველი პარტიის, კოალიცია „ქართული ოცნებისა“ და ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის წარმომადგენლები იქნებიან. გთავაზობთ რეპორტაჟებს ქუთაისიდან, ზუგდიდიდან გორიდან და რუსთავიდან.