თვითმმართველობები და უმუშევრად დარჩენილი საჯარო მოხელეები

ზუგდიდი

საქართველოში ხელისუფლების შეცვლის შემდეგ ადგილობრივი თვითმმართველობების ასობით თანამშრომელი სამსახურის გარეშე დარჩა. ამ ფაქტს აღიარებენ სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები და აღნიშნავენ იმასაც, რომ უმეტეს შემთხვევებში საჯარო მოხელეებმა სამსახური პოლიტიკური ზეწოლისა და მოტყუების შედეგად დაკარგეს. საჯარო მოხელეთა სამსახურიდან გათავისუფლების თემას შეეხება დღევანდელი ”რეგიონალური მაცნეც”. გთავაზობთ სიუჟეტებს გორიდან, ლაგოდეხიდან, ზუგდიდიდან და ქუთაისიდან.