სოფლის პროგრამები 2013

უკვე ერთი თვეა, საქართველოს მთავრობამ სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ამოქმედების შესახებ დადგენილება მიიღო. ერთწლიანი პროგრამა, რომელიც მოსახლეობის მიერ შერჩეული პირველი რიგის სოციალ-ეკონომიკური საჭიროებების მოგვარებას ითვალისწინებს, საქართველოში რამდენიმე წელია ხორციელდება. თუ რა თავისებურებებით ხასიათდება იგი წელს, ჩვენი დღევანდელი სიუჟეტებიდან შეიტყობთ, რომლებიც ზუგდიდში, ლაგოდეხში, გორსა და ახალციხეში მომზადდა.