რეგიონები და მათი პრობლემები

წყლის სათავე ლაგოდეხში

დღეს ყოველკვირეულ პროგრამაში ”რეგიონალური მაცნე” რამდენიმე აქტუალურ საკითხს შევეხებით. ჩვენი კორესპონდენტები ისაუბრებენ ისეთ თემებზე, როგორიცაა: კონკურსი მერის თანამდებობის დასაკავებლად, მიწისქვეშა გადასასვლელების დაბინძურება, სასმელი წყლის არადამაკმაყოფილებელი ხარისხი და, ბოლოს, ახალციხის მე-5 საჯარო სკოლის დირექტორის თანამდებობიდან გათავისუფლება. შემოგთავაზებთ სიუჟეტებს ქუთაისიდან, ლაგოდეხიდან, გორიდან და ახალციხიდან.