საყოფაცხოვრებო ნარჩენებით მოწამლული გარემო

მიმდინარე წელს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ქვეყნის მასშტაბით რვა ნაგავსაყრელის სრულიად მოწესრიგებას გეგმავს, რისთვისაც ბიუჯეტში 11 მილიონ ლარზე მეტია გათვალისწინებული.
პრიორიტეტი მიენიჭება საგარეჯოში, მარნეულში, კასპში, ხაშურში, თერჯოლაში, სამტრედიაში, ფოთსა და დუშეთში არსებული ნაგავსაყრელების მოწესრიგებას, თუმცა, როგორც რადიო თავისუფლების კორესპონდენტები და პარტნიორი რადიოსადგურების თანამშრომლები იუწყებიან, საყოფაცხოვრებო ნარჩენების უტილიზაციის პრობლემა თითქმის ყველა რაიონს აწუხებს. მოისმინეთ სიუჟეტები ლაგოდეხიდან, ზუგდიდიდან, ქუთაისიდან, და ახალციხიდან.