როგორ სრულდება სოფლის დახმარების პროგრამა

საქართველოში სოფლის დახმარების სახელმწიფო პროგრამა სამ წელზე მეტია, ხორციელდება. ჯამში, მთავრობა ამ მიმართულებით 100 მილიონ ლარზე მეტის დახარჯვას აპირებს. სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხა სოფლების პირველადი სოციალურ-ეკონომიკური საჭიროებების დაფინანსებას ხმარდება, თუმცა, როგორც რადიო თავისუფლების კორესპონდენტები ლაგოდეხიდან, გორიდან, ბათუმიდან და ახალციხიდან იტყობინებიან, პროგრამას არ აკლია კრიტიკოსები, რომლებიც სულ უფრო ხშირად გამოთქვამენ ეჭვს საბიუჯეტო სახსრების ხარჯვის მიზნობრიობისა და ეფექტიანობის თაობაზე.