რა უნდა ხალხს

სიღნაღი

თვითმმართველობის არჩევნებიდან ნახევარი წლის შემდეგ ადგილობრივი მუნიციპალიტეტების უმეტესი ნაწილი სოციალურ-ეკონომიკური განვითარების გრძელვადიანი პროგრამის გარეშე განაგრძობს მუშაობას და, შესაბამისად, ეჭვს იწვევს თვითმმართველობისა და საზოგადოების წარმომადგენელთა ძალისხმევის ეფექტიანობაც. რადიო თავისუფლების ყოველკვირეული პროგრამის, „რეგიონალური მაცნის“, დღევანდელ გამოშვებაში ჩვენი კორესპონდენტები სწორედ ამ თემაზე ისაუბრებენ. გთავაზობთ სიუჟეტებს ლაგოდეხიდან,ზუგდიდიდან და ქუთაისიდან.