მიუსაფარი ძაღლები

მიუსაფარი ძაღლების რაოდენობის შესახებ საქართველოში ზუსტი მონაცემები პრაქტიკულად არ არსებობს, თუმცა პრობლემა რომ აქტუალურია, ჩვენს სიუჟეტებშიც მკაფიოდ გამოჩნდა. „რეგიონალურ მაცნეში“ დღეს იმაზე ვისაუბრებთ, ზრუნავენ თუ არა ადგილობრივი თვითმმართველობები მაწანწალა ძაღლების პრობლემის მოგვარებასა და ცხოველების დაცვაზე იმგვარად, რომ ზიანი არც ადამიანებს მიადგეთ. შემოგთავაზებთ სიუჟეტებს რუსთავიდან, ზუგდიდიდან, თელავიდან და ქუთაისიდან.