ბუდაპეშტი: ომს გამოქცეულნი

ლტოლვილთა ნაკადი უნგრეთში შედის, ძირითადად, მეზობელი სერბიიდან, სადაც მოქმედებს საზღვარზე გადასვლის გამარტივებული რეჟიმი. უკვე ბუდაპეშტიდან ლტოლვილები ავსტრიაში, გერმანიასა და სხვა ქვეყნებში მოხვედრას ცდილობენ.

ლტოლვილებს არ აძლევენ უნგრეთის დედაქალაქში დიდხანს დარჩენის შესაძლებლობას. ისინი სულ რამდენიმე საათი რჩებიან სადგურთან, თუ ავად არ არიან, ან ღამემ არ მოუსწრო.

თუ ღამეა, ლტოლვილები თავს აფარებენ იქვე, ან სადგურის მიწისქვეშა გადასასვლელში აღმართულ კარვებს.

მიუხედავად იმისა, რომ ბუდაპეშტის გავლით ყოველდღე დიდი რაოდენობით ლტოლვილები მგზავრობენ, იშვიათად ხდება, იქ ერთდროულად რამდენიმე ასეულზე მეტი ადამიანი იმყოფებოდეს.

ავღანელი ბიჭი ფეხებს იბანს ქუჩაში დამონტაჟებულ ონკანთან. მას შემდეგ, რაც იქვე თავსაც დაიბანს, მეტროში შედის და კონდიციონერთან შრება.

მოედანზე შეკრებილია საკმაოდ ბევრი ახალგაზრდა, რომელიც ოჯახების გარეშე ჩავიდა ევროპაში მაღალი შემოსავლის იმედით. ზოგი მათგანი არ ამჟღავნებს სამუშაოს შოვნის განსაკუთრებულ სურვილს. „გერმანიაში არ წავალ, იქ ცივა, - ამბობს ერთ-ერთი, იორდანიიდან ლტოლვილი. - იტალიაში წავალ, იქ უფრო თბილა“.

ლტოლვილებს ურიგებენ ტანისამოსსა და ფეხსაცმელს, რომელიც მთელ ევროპაში გროვდება, ურიგებენ საკვებსა და სასმელ წყალს, რის შესახებაც ატყობინებენ მეტროში გამოფენილი არაბულენოვანი განცხადებებით.

იატაკზე ყრია ფეხსაცმელები, რომელთა აღებაც ნებისმიერ მსურველს შეუძლია.

ტანსაცმელს მოხალისეები ახარისხებენ, შერჩეულ ნივთებს კეცავენ და მსურველებს ურიგებენ.

ბუდაპეშტელები შეშფოთებული ადევნებენ თვალს მიგრანტების ნაკადით გამოწვეულ ვითარებას, თუმცა აგრესიას არ ავლენენ.

ლტოლვილთა იმპროვიზებული ბანაკი აღჭურვილია ტელეფონების დასატენი და წყლის ასადუღებელი წერტილით.

ენერგიის წყაროებს შორის არის მზის ორი დიდი აკუმულატორიც.

აქვეა გახსნილი სამედიცინო კაბინეტი, რომელშიც ლტოლვილებს სინჯავენ და გადაუდებელ დახმარებას უწევენ.

ბავშვებს დროს უთმობენ საგანგებოდ შერჩეული მოხალისეები, რომლებიც მათ ხატვითა და ხელსაქმით ართობენ.

ყველაზე პატარებს ყოველდღე ართობს ჯამბაზი.