რუსეთი ევროკავშირს აკრიტიკებს მიგრანტთა კრიზისთან დაკავშირებით

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი

რუსეთმა გააკრიტიკა მიგრანტთა კრიზისის მიმართ ევროკავშირის დამოკიდებულება და განაცხადა, რომ ბლოკი თავად არის დამნაშავე იმ კონფლიქტის გაღვივებაში, რამაც ადამიანთა მასობრივი მიგრაცია გამოიწვია. „სამართლიანობა მოითხოვს, რომ დაზარალებულთა ჰუმანიტარული დახმარების პროცესში უფრო დიდი პასუხისმგებლობა დაეკისროს იმ ქვეყნებს, რომლებმაც ეს კონფლიქტი გააჩაღეს,“ - განაცხადასაგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტ კრისტინა გრიგორიევასთან შეხვედრაზე. ეს არის „მექანიკური მიდგომა“ და ფულის სროლა ლტოლვილთა პრობლემას ვერ მოაგვარებსო, - განაცხადა ლავროვმა.