რუსეთის გუნდს არ დაუშვებენ პარალიმპიურ თამაშებზე

სპორტის საარბიტრაჟო სასამართლოს 23 აგვისტოს გადაწყვეტილებით, ძალაში დარჩა საერთაშორისო პარაალიმპიური კომიტეტის გადაწყვეტილება, არ დაუშვან პარალიმპიურ თამაშებზე რუსეთის პარალიმპიური გუნდი. რუსეთმა გაასაჩივრა გადაწყვეტილება, რომელიც დოპინგს უკავშირდებოდა. სასამართლომ განაცხადა, რომ კომიტეტს არ დაურღვევია აკრძალვის წესი, იტყობინება სასამართლო, რომელსაც შვეიცარიაში უდევს ბინა. საერთაშორისო პარალიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა ფილიპ კრეივენმა 7 აგვისტოს გამოაცხადა, რომ რუს პარალიმპიელებსაც მოიცავს დოპინგის სისტემა, რომელიც რუსეთში მთავრობის მხარდაჭერით მოქმედებს და ამის გამო რუსეთის გუნდს არ დაუშვებენ რიო-დე-ჟანეიროში 7-18 სექტემბერის პარალიმპიურ თამაშებზე.